ქირურგი, ტრავმატოლოგი, რადიოლოგი, ექოსკოპისტი გოჩა შავგულიძე გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონის“ ადმინისტრაცია ავრცელებს და გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს თანაუგრძნობს:
„დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით ჩვენი კლინიკის ერთგულ მეგობარსა და გამორჩეულ ექიმს გოჩა შავგულიძეს. ეს არის უდიდესი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის.
ბატონი გოჩა ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონის“ დაარსების დღიდან ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილი იყო და უდიდესი წვლილი შეიტანა კლინიკის განვითარებაში. წლების განმავლობაში იგი არა მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურებოდა პაციენტებს, არამედ განსაკუთრებული ადამიანური სითბოთი, ყურადღებითა და სიკეთით ქმნიდა ნდობასა და იმედს თითოეულ ადამიანში, ვინც მასთან ხვდებოდა.
დავკარგეთ ღირსეული კოლეგა, საიმედო მეგობარი და ადამიანი, რომელმაც თავისი ცოდნით, თავდადებითა და კეთილი გულით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩვენი კლინიკის ისტორიაში. მისი ნათელი ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენი დიდი ოჯახის გულებში.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს ამ უმძიმეს დანაკლისს“, - წერია სამძიმრის წერილში.
ასევე დაგაინტერესებთ: