Digest Logo

🎥 „დაიყარეთ მარილი ტერფებზე, ან ჩაწექით მარილიან აბაზანაში“- 2 აპრილის სავსემთვარეობა და რიტუალი, რომელიც უნდა ჩაატაროთ ნეგატივის მოსაშორებლად

1774888320
მარიამ შუკაკიძე ასტროლოგი

ქართველი ასტროლოგი და ეზოტერიკოსი, მარიამ შუკაკიძე გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც მიმდინარე კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე ისაუბრა.

შუკაკიძის განმარტებით, ვენერას კუროს ნიშანში გადასვლა და მარსის ვერძში გადანაცვლება ენერგიულ და ხელსაყრელ პერიოდს ქმნის როგორც ფინანსური გადაწყვეტილებების, ისე პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. თუმცა, მისივე თქმით, 2–4 აპრილის სავსემთვარეობის დღეებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება რეკომენდებული არ არის.

„ვენერა არის სიყვარული და ფინანსების მმართველი პლანეტა, მარსი კი არის ბრძოლის პლანეტა. როდესაც ეს 2 პლანეტა იცვლის ზოდიაქოს ნიშანს, ამას გავლენა აქვს ყველა ადამიანზე. 

დღეს, ვენერამ დატოვა ვერძის ზოდიაქოს ნიშანი და შევიდა აპრილის ბოლომდე კუროს ნიშანში. 

მარსი კი, შეიცვლის 9 აპრილს ზოდიაქოს ნიშანს და გადავა ვერძში - ეს იქნება მარსის და ვენერას ძლიერი მდებარეობა, რომელიც ყველას გვაძლევს ენერგიას, რომ მივაღწიოთ მიზნებს, კარგია ინვესტიციისთვის ეს პერიოდი, ასევე ურთიერთობების დალაგებისთვის“, - ამბობს ასტროლოგი. 

მარია შუკაკიძემ ასევე, ისაუბრა 2 აპრილის სავსემთავრეობაზეც: 

„სავსემთვარეობის ენერგიების რამდენიმე დღე გრძელდება ხოლმე, ამიტომ 2, 3 და 4 აპრილს - ამ პერიოდში ერიდეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ოპერაციებს, საბუთებზე ხელის მოწერას და ფინანსურს კაპიტალ დაბანდებებს. 

ამ დღეს კარგია ენერგეტიკული წმენდები. შეგიძლიათ ილოცოთ, თუ აბაზანა გაქვთ კარგი იქნება, დაყაროთ სუფრის მარილი და დაწვეთ, ასევე შეგიძლიათ მარილი ბანაობამდე დაიყაროთ ტერფებზე, ამით მარილი შეიწოვს ნეგატიურ ენერგიებს“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე. 

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „თითქოს რაღაცას გრძნობდა, უნდოდა, რომ ყველაფერი მოესწრო…“ – ლიკუნა კუჭუხიძის პირველი ინტერვიუ

⭕„ძმები, გიო და რეზი“ - ქეთი წიქვაძე შვილების ფოტოებს გვიზიარებს

⭕„გაუფრთხილდით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენი „სახლები“ არიან, მათ გარეშე ჩვენ უბრალოდ უმისამართო მგზავრები ვარ“ - რას წერს ასტროლოგი