Digest Logo

„დაკარგვის შიში, აკრძალული სურვილები, დაგროვილი წყენა და მტკივნეული რეაქციები“ - ეზოტერიკოსი 31 მაისის სავსემთვარეობაზე

1779963533
თამუნა იოსელიანი

🌕✨ 31 მაისს, საქართველოს დროით 12:45-ზე, თვის მეორე სავსემთვარეობის კულმინაცია მშვილდოსნის ნიშანში, ლილიტთან ახლოს.

💥 დამატებით დაძაბულობას ქმნის ე.წ. კატასტროფების ღერძიც, რომელსაც ორი პირველი სიდიდის უძრავი ვარსკვლავი, ალდებარანი და ანტარესი აყალიბებენ. ასტროლოგიაში ეს ღერძი უკავშირდება უკიდურესობებს, საკუთარი შესაძლებლობების გადაფასებას, იდეოლოგიურ წინააღმდეგობებსა და მოვლენებს, რომლებიც ფართო საზოგადოებრივ გამოხმაურებას იწვევს.

ალდებარანი ტყუპების ნიშანში მდებარეობს და ტრადიციულად ასოცირდება ძალაუფლებასთან, ამბიციებთან, ხმაურიან მოვლენებთან, მხილებებთან და აგრესიულ სწრაფვასთან, ნებისმიერ ფასად მიაღწიო მიზანს.

ანტარესი მშვილდოსანში მდებარეობს და ასტროლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე დამანგრეველ ვარსკვლავად ითვლება. ის პასუხს აგებს გლობალურ კონფლიქტებზე, ომებზე, ემოციურ აფეთქებებსა და ისეთ სიტუაციებზე, რომლებიც მოვლენათა მიმდინარეობას რადიკალურად ცვლის. ალდებარანისა და ანტარესის ღერძი ხშირად ააქტიურებს დაპირისპირების, სიმართლისთვის ბრძოლის, რელიგიური და პოლიტიკური კონფლიქტების თემებს, ასევე გადაწყვეტილებებსა და ინიციატივებს, რომლებიც მთელ სახელმწიფოებზე ახდენს გავლენას.

განსაკუთრებით იძაბება მიგრანტების, განათლების, ინფორმაციისა და რწმენის თემები. მშვილდოსანი უკავშირდება მსოფლმხედველობას, ტრადიციებს, უმაღლეს განათლებას, პრესტიჟსა და VIP პერსონებს. ლილიტის გავლენით ამ სავსემთვარეობაზე ადამიანები უფრო აგრესიულად იცავენ საკუთარ შეხედულებებს, ნაკლებად უსმენენ საპირისპირო აზრს და მძაფრად რეაგირებენ ყველაფერზე, რაც მათ სამყაროს აღქმას ეწინააღმდეგება.

მითოლოგიურად მშვილდოსანი კენტავრის სახეა - არსება, რომელშიც ადამიანური გონება და პირველყოფილი ცხოველური ძალა ერთიანდება. სწორედ ამიტომ ამ ნიშნის ენერგია ყოველთვის ორმაგია: ერთ მხარეს — სიბრძნის, ცოდნისა და სულიერი ძიებისკენ სწრაფვა, მეორე მხარეს კი — იმპულსურობა, აზარტი და ემოციურ პიკში კონტროლის დაკარგვის ტენდენცია.

ამ სავსემთვარეობაზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ლილიტი, ნეგატიური კარმული წერტილი, რომელიც მთვარის ბნელ მხარესა და ადამიანის ფსიქიკის ფარულ შრეებს ასახავს: დაკარგვის შიში, აკრძალული სურვილები, დაგროვილი წყენა და მტკივნეული რეაქციები.

ლილიტი დაკავშირებულია განდევნილი და მეამბოხე ქალის არქეტიპთან ძალასთან, რომელიც უარს ამბობს სხვისი წესებით ცხოვრებასა და თავსმოხვეული წესრიგის მორჩილებაზე, ამიტომ მისი გავლენით ძლიერდება სურვილი, ადამიანი გათავისუფლდეს იმ სიტუაციებიდან, სადაც ძალიან დიდხანს ითმენდა, ჩუმად იყო ან საკუთარ საჭიროებებს თრგუნავდა. პირად დონეზე ეს სავსემთვარეობა შესაძლოა შინაგანი გარდატეხის განცდას იწვევდეს.

ბევრი იგრძნობს, რომ ძველი შეხედულებების, ურთიერთობების ან ცხოვრების გზის ძველი ფორმით შენარჩუნება უკვე შეუძლებელია.

‼️ თუმცა, მიუხედავად ამ პერიოდის სირთულისა, მშვილდოსანში სავსემთვარეობას მნიშვნელოვანი გზავნილიც მოაქვს. ის გვაჩვენებს, სად დავკარგეთ მიმართულება, სად დავიწყეთ სხვისი რწმენებით, შიშებითა და წესებით ცხოვრება. ეს სავსემთვარეობა გვახსენებს, რამდენად საშიში შეიძლება იყოს უკიდურესობები - სიტყვებში, ემოციებში, იდეებსა და ქმედებებში.

🌞 თუ თქვენს ნატალურ რუკაში პირადი პლანეტები 10-დან 20 გრადუსამდე მუტაბელურ ჯვარშია (ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი, თევზები), ან თქვენი დაბადების თარიღი ამ ნიშნების მეორე დეკადას ემთხვევა - განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ!

ასევე დაგაინტერესებთ:

„მუდამ ერთად, ასე ლამაზად მოღიმარნი...“ - მიხეილ ჩოხელის და მაკა ზამბახიძის ერთობლივი ფოტო

🎥 „სილამაზე ქართულად...“ - სოცქსელში კირა ანდრონიკაშვილის უახლესი კადრები გავრცელდა

🎥 „უკვე 8 თვეა გულქვეშ ჩემს პატარა ბედნიერებას ვატარებ“ - რას წერს ჯანეტ ქერდიყოშვილი