
მთვარის კვანძები ასტროლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური და განმარტების მძიმე წერტილებია. ისინი არა პლანეტებს, არამედ ადამიანის სულიერ გზას უკავშირდებიან. ჩრდილოეთი კვანძი აჩვენებს, რა მისია და განვითარება ელის ადამიანს მომავალში, ხოლო სამხრეთი — რას მოაქვს წარსული გამოცდილება და რა გაკვეთილები უნდა გადაილახოს. ასტროლოგები მათ „სულის ბილიკს“ და ცხოვრებისეულ გზამკვლევს უწოდებენ.
აღნიშნულ თემაზე ვრცლად სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ასტროლოგიური გვერდი AstroBlog SkyLight - გვესაუბრება:
„რა არის მთვარის კვანძები?
როგორც ვიცით, მზის გზას დედამიწის გარშემო ჰქვია ეკლიპტიკა. მთვარის ორბიტის გადაკვეთის წერტილები ეკლიპტიკურ სიბრტყეზე ქმნიან აბსტრაქტული წერტილების წყვილს, რომელსაც ეწოდება მთვარის კვანძები. ისინი მუდმივად მოძრაობენ 180°-ის დაშორებით ერთმანეთისგან და მთელი ზოდიაქოს გასავლელად სჭირდებათ დაახლოებით 18-19 წელი. ისინი ქმნიან კვანძების ღერძს.
ჩრდილოეთის კვანძი, იგივე აღმავალი კვანძი, იგივე რაჰუ (კარმული ასტროლოგიის მიხედვით) არის მთვარის ორბიტის მიერ ეკლიპტიკის გადაკვეთის წერტილი, სადაც მოძრაობა მიმართულია ეკლიპტიკის ქვემოდან ზემოთ და პირიქით, ზემოდან ქვემოთ მიმართულია დაღმავალი კვანძის, იგივე სამხრეთის კვანძის, იგივე კეტუს ფიქციური წერტილი.
კვანძები ეს არ არის ფიზიკური სხეულები, არამედ მათემატიკურად გამოთვლილი აბსტრაქტული, წარმოსახვითი წერტილებია, რომლებიც იწვევენ ხილულ მოვლენებს, როგორიცაა მთვარის და მზის დაბნელება.
კვანძები დაკავშირებულია მნათობებთან. პირველ რიგში ისინი მთვარესთან დაკავშირებულ პროცესებთან არიან კავშირში, ასევე მზესთან, რადგან მთვარე ასახავს მზის სინათლეს.
მთვარე, ეს არის ჩვენი გამოცდილება, მახსოვრობა, განცდილი ემოციები და გრძნობები. ის განსაზღვრავს მზის გამოვლინების ფორმას და ადგილს, დაკავშირებულია ჩვენს ჩვევებთან, ნაკლოვანებებთან,ქცევებთან, რეაქციებთან...ის წარმოადგენს ჩვენს ქვეცნობიერს, ჩვენს მეხსიერებას, წინა ცხოვრების გამოცდილებას, რომელიც ინახება ქვეცნობიერში და რომელიც ცნობიერში გადმოსვლას ცდილობს ხოლმე სიზმრებით, შეგრძნებებით, დეჟავიუს სახით.
მზე, პირიქით, არის ჩვენი ცნობიერება, სიცოცხლის აქტიური ძალა, ჩვენი ნება, ჩვენი მიზნები, ჩვენი არსებობის არსი, ცხოვრების მოტივაცია. მზე განსაზღვრავს, როგორ გამოვხატავთ და ვავლენთ საკუთარ თავს.
მზის გზა საწყის წერტილამდე აღწერს ჩვენს გასავლელ და განვლილ გზას ამ ცხოვრებაში.
ამ მოძრაობის დიაგრამაა სწორედ ჩვენი ჰოროსკოპი, ჩვენი ნატალური რუკა. როდესაც განვიხილავთ დიაგრამაზე პლანეტების პოზიციებს, ჩვენ განვსაზღვრავთ, თუ სად და როდის მოგვიწევს მივიღოთ ამ პლანეტების ენერგია ჩვენს გზაზე. მზის პოზიცია გვიჩვენებს სად, რა სფეროში უნდა მოვახდინოთ თვითგაცნობიერება და თვითგამოხატვა. სად არის ჩვენი დანიშნულების ბოლო წერტილი.
აქედან გამომდინარე, კვანძები წარმოადგენს ადგილს ჩვენს დიაგრამაზე, სადაც წარსულის დამახსოვრებული გამოცდილება(მთვარე) კვეთს ჩვენს ამჟამინდელ, ცნობიერ გამოცდილებას.
სამხრეთის კვანძი არის კარიბჭე წარსულში. ჩრდილოეთ კვანძი კი კარიბჭე მომავალში, სადაც მივდივართ წარსულიდან წამოღებული გამოცდილების გამოყენებით ახალი გამოცდილების მისაღებად.
კვანძები დაკავშირებულია ამ ცხოვრებაში გაჩენილ სულიერ პრობლემებთან და სულიერ გარდატეხებთან. ისინი გვხვდება იქ, სადაც ჩვენი სულის გზა კვეთს ჩვენი ფიზიკური გამოცდილების გზას.
კვანძების ღერძი, ეს არის მიმართულება სულისთვის ფიზიკურ სამყაროში. ეს არის გარკვეულწილად კომპასი, რომელიც გვაძლევს ზუსტ მიმართულებას და გვიჩვენებს, თუ სად არის უფრო მარტივი გავაცნობიეროთ ფიზიკური არსის კავშირი სულიერ გზასთან. კვანძები მიგვანიშნებენ პერსპექტივასა და ბალანსზე, ჩვენს უნარებსა და გამოცდილებაზე, რომელიც გამოვიმუშავეთ წინა ცხოვრებაში.
თუ როგორ გავდივართ კარმულ ამოცანებს, შეგვიძლია შევამოწმოთ კვანძების დაბრუნებაზე, ყოველ 18- 19 წელიწადში. ენერგეტიკულად ამ დროს ადამიანს აქვს ახლიდან დაბადების შეგრძნება. მთავრდება ერთი ციკლი და ისე გადავდივართ ახალ ეტაპზე, როგორც ჩავაბარეთ კარმული გაკვეთილი. კარმული ასაკია 19, 38, 57, 76 წლები. ყველა მოვლენა, რაც ამ პერიოდში ხდება არის კარმული, ხშირად არც ისე სასიამოვნო.
სულ ექვსი კარმული ღერძია, რომლებსაც ქმნიან აღმავალი და დაღმავალი მთვარის კვანძები:
1. ვერძი - სასწორის ღერძი.
2. კურო - მორიელის ღერძი.
3. ტყუპები - მშვილდოსნის ღერძი.
4. კირჩხიბი - თხის რქის ღერძი.
5. ლომი - მერწყულის ღერძი.
6. ქალწული - თევზების ღერძი (ახლა გავდივართ).
ისინი მოძრაობენ მზის საპირისპირო მიმართულებით და ერთ ნიშანში დაახლოებით 1,5 წელი რჩებიან“, - წერია ასტროლოგიურ გვერდზე განთავსებულ პოსტში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რაც კი ცხოვრებაში ვინატრე, ამ ფოტოებშია...“ - როგორ აღნიშნა ნინა ხუბუტიამ დაბადების დღე