
ანგელოზთა ციფრები არის რიცხვთა განმეორებადი კომბინაციები (მაგ. 111, 222, 333, 777 და ა.შ.), რომელსაც ეზოტერიკაში მიიჩნევენ ზეციური გზავნილების სიმბოლოდ.
თეორია ამბობს, რომ როცა ხშირ შემთხვევაში ერთსა და იმავე რიცხვს ვხედავთ საათზე, მანქანის ნომერზე, ქვითარზე ან სხვა ადგილას, ეს შეიძლება იყოს ანგელოზების შეტყობინება, რომლებიც ცდილობენ ჩვენი ყურადღების მიპყრობას.
ამ თემაზე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ეზოტერიკული გვერდი წერს:
„ხშირად მისვამთ კითხვას - „სად უნდა დავინახოთ ანგელოზთა ციფრები?!”, „რას ეწოდება ანგელოზთა ციფრები?!“.
ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვხედავთ განმეორებად, სარკისებრ, ტყუპ ან რამდენიმე ერთნაირ ციფრს - ეწოდება ანგელოზთა ციფრები ან ანგელოზთა გზავნილები.
მხოლოდ ერთი ან ორი ციფრი ვერ იქნება გზავნილი, სულ ცოტა სამნიშნა ან ოთხნიშნა უნდა იყოს ციფრი, უნდა მეორდებოდეს ციფრების კომბინაცია.
რატომ ანგელოზთა გზავნილები?!
იმიტომ, რომ ყველა ზევით ჩამოთვლილ ციფრთა ერთობას გააჩნია თავისი პოზიტიური შინაარსი, რითაც ჩვენი მფარველი ანგელოზები ცდილობენ გაგვაფრთხილონ ან გვანიშნონ.
როდის ვიწყებთ მათ შემჩნევას?!
როდესაც ბუნებრივად ხედავთ მათ არსებობას და არა მინიშნებით - სად უნდა ხედავდეთ და როდესაც ეს ხდება, პირველი მინიშნება თქვენი მფარველებისგან არის ის რომ - სწორ გზას ადგახართ და სწორი მიმართულებით მიდიხართ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თუ ვერ ხედავთ - არასწორ გზას მიუყვებით.
არა, უბრალოდ არ დამდგარა ჯერ თქვენი სულიერი განვითარების ის ეტაპი, როდესაც მზად იქნებით მათ შესამჩნევად, გადიხართ სამყაროს გაკვეთილებს ან კარმულ გაკვეთილებს და სწორედ ამ ეტაპების გადალახვის შემდეგ იწყებთ მათ შემჩნევას.
მოუსმინეთ სამყაროს და მათ გზავნილებს - ისინი არა მხოლოდ ციფრებშია, არამედ ყოველ წვრილმანში, რომლის შემჩნევაც ზოგჯერ არც თუ ისე მარტივია, მაგრამ აუცილებელი.
იყავით კეთილგანწყობილნი ადამიანთა და ბუნების მიმართ და სამყარო აუცილებლად მოგცემთ სულიერი და მორალური განვითარების შანსს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რაც კი ცხოვრებაში ვინატრე, ამ ფოტოებშია...“ - როგორ აღნიშნა ნინა ხუბუტიამ დაბადების დღე