ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 25 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„25 ნოემბერი - დასრულების და განახლების ენერგია.
დღეს დღე იმართება ციფრი 9-ის ენერგიით.
ეს არის პერიოდი, როცა სამყარო გვთხოვს:
„გაუშვი ყველაფერი, რაც აღარ გემსახურება, და ადგილი მიეცი ახალს“.
რას უნდა აკეთებდე:
გააკეთე სიკეთე მადლიერების მოლოდინის გარეშე;
მოუარე სხეულს — ივარჯიშე, იმოძრავე;
სახლში დაალაგე — გაათავისუფლე სივრცე ძველი ენერგიისგან;
დაეხმარე იმ ხალხს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება;
დაასრულე დაწყებული საქმეები მსუბუქი გულისხმიერებით — ხვალ ახალი ციკლი იწყება.
რისგან უნდა შეიკავო თავი:
კონფლიქტებისგან და კამათისგან - ემოციური ფონი დღეს ძალიან მაღალია;
ადამიანების კონტროლის სურვილისგან;
სიჩქარისგან — მშვიდი სუნთქვა და შინაგანი ჰარმონია თავად მიიზიდავს ახალ შესაძლებლობებს.
დამატებით:
დღეს სამშაბათია და განსაკუთრებით წარმატებული იქნება მათთვის, ვინც დაბადებულია 9, 18, 27 რიცხვებში.
დღის ფერები: წითელი, ვარდისფერი, ყავისფერი“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: