Digest Logo

„დაწერე 3 პასუხისმგებლობა და 3 ტვირთი...“ - 2026 წლის 3 იანვარს, პირველი სავსემთვარეობაა, ასტროლოგის რჩევები!

1767002475
 ლამზირა ხაჭაპურიძე

„2026 წლის პირველი სავსემთვარეობა თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში 3 იანვარი იქნება“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი ლამზირა ხაჭაპურიძე წერს და რჩევებს გვიზიარებს. 

მისი თქმით, ეს სავსემთვარეობა ხსნის 2026 წლის თემატურ კარს პასუხისმგებლობის, სტრუქტურისა და საგვარეულო სიმტკიცის მიმართულებით.

„2026 წლის პირველი სავსემთვარეობა თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში
3 იანვარი, 2026

სავსემთვარეობა თხის რქაში — წლის პირველი სავსე მთვარე
მზის მდებარეობა: თხის რქის ზოდიაქოში
მთვარის მდებარეობა: თხის რქის ზოდიაქოში

სიმბოლური და ასტროფსიქოლოგიური მნიშვნელობა

ეს სავსემთვარეობა ხსნის 2026 წლის თემატურ კარს პასუხისმგებლობის, სტრუქტურისა და საგვარეულო სიმტკიცის მიმართულებით.

იმიტომ რომ თხის რქა არის:

⏺ დროის არქეტიპი, კარმა,
⏺პასუხისმგებლობა,
⏺საგვარეულო ავტორიტეტები
⏺სოციალური როლი და მისია  
⏺კარმული შედეგები;
⏺ეს არ არის ემოციური აფეთქების სავსემთვარეობა
⏺ეს არის სიმართლის სარკე:

რას ვატარებ, როგორც ვალდებულებას?

რომელი ტვირთი აღარ არის ჩემი?

საგვარეულო კონტექსტი (გენოსკოპიური ხედვა)

თხის რქის სავსემთვარეობა განსაკუთრებით ააქტიურებს:

წინაპართა შრომის ისტორიას , ძალაუფლების, დისციპლინის და მკაცრი წესების მემკვიდრეობას

„უნდა“-ს პროგრამებს, რომლებიც გადმოგვეცა 

ეს არის მომენტი, როცა შეიძლება ითქვას:

„ვინარჩუნებ სტრუქტურას, მაგრამ ვთავისუფლდები სიმკაცრისგან.“

მთავარი კითხვები ამ სავსემთვარეობისთვის

სად ვიღებ ზედმეტ პასუხისმგებლობას?

⏺ რას ვასრულებ საბოლოოდ 2025 წლიდან?
⏺ რომელი სტატუსი ან როლი აღარ შეესაბამება ჩემს ნამდვილ გზას?
⏺ როგორ შევქმნა ახალი წელი უფრო მყარი, მაგრამ ცოცხალი სტრუქტურით?

მცირე რიტუალური პრაქტიკა დაწერე:

⏺ ერთი როლი, რომელსაც ღირსეულად ასრულებ
⏺ ერთი ტვირთი, რომელსაც მადლიერებით უშვებ
⏺ ერთი ახალი საზღვარი, რომელსაც 2026-ში აყენებ...ფსიქოლოგიური საზღვრების დაყენების აიცილებლობა ....

ვერძი

კარიერის პიკი ან ახალი გადაწყვეტილება.... ურთიერთობის გადახედვა. იმოქმედე სტრატეგიულად, არა იმპულსურად...

კურო

მსოფლმხედველობის გაფართოება, სწავლა, მოგზაურობა, სარწმუნოებრივი თემები. ძველი რწმენის დახურვა.

ტყუპები

ფინანსური ვალდებულებები, საერთო რესურსები, საგვარეულო თემები. ემოციური სიღრმის მიღება.

კირჩხიბი

ურთიერთობების კულმინაცია. პარტნიორობა გამოცდაზე გადის — დარჩენა თუ დასრულება / განახლება

ლომი

შრომა, ჯანმრთელობა, ყოველდღიური რეჟიმი. ძველი გადაღლის დასრულება და დისციპლინის დაბრუნება.

ქალწული

შემოქმედება, სიყვარული, შვილებთან ურთიერთობის თემები, პასუხისმგებლობა გულის არჩევანზე.

სასწორი

ოჯახი, სახლი, ფესვები. საგვარეულო სტრუქტურის გადახედვა და შინაგანი საყრდენის გამყარება.

მორიელი

კომუნიკაცია, დოკუმენტები, ძმები/დები., სიმართლის თქმის აუცილებლობა...

მშვილდოსანი

ფული, ღირებულებები, თვითშეფასება, რეალური რესურსების დალაგება და ხარჯების კონტროლი....

თხის რქა

პიროვნული კულმინაცია. შენი გზა, სტატუსი და პასუხისმგებლობა მკაფიოდ ჩანს, დასრულება და ახალი ეტაპის დაწყება.....

მერწყული

შიდა პროცესები, ქვეცნობიერი, განმარტოება. ძველი შიშების დახურვა და სულიერი წმენდა....

თევზები

საზოგადოება, მეგობრები, კოლექტიური მიზნები. ვისთან აგრძელებ გზას და ვისთან — არა.

რჩევა:

დაწერე 3 პასუხისმგებლობა, რომელიც გაძლიერებს — და 3 ტვირთი, რომელსაც ამ სავსემთვარეობაზე ათავისუფლებ....“, - წერს ასტროლოგი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გაშალეთ ფრთები, იფრინეთ ახლა თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო დროა“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

⭕„შენ გაქვს ყველაფერი, რომ ეს წელი გამორჩეულად მაგიური გქონდეს“ - როგორი წელი ელოდება ტყუპებს, 2026 წლის ასტროპროგნოზი

⭕ხიდი წარსულსა და მომავალს შორის - როგორი იქნება 29 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით პერიოდი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის