14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:
♈️ ვერძი: დღე აქტიურობას მოითხოვს. შენი მიზანდასახულობა და ქალწულის პრაქტიკული ენერგია დაგეხმარება რთული საქმეების მარტივად დასრულებასა და ყოველდღიურობაში წესრიგის დამყარებაში.
♉️ კურო: მიწის სტიქია ძლიერ მხარდაჭერას გიგზავნის, ვენერა კი მომხიბვლელობას გიმატებს. კარგი დღეა შემოქმედებისთვის, რომანტიკული შეხვედრებისთვის, სასიამოვნო დასვენებისა და პირადი გეგმების განსახორციელებლად.
♊️ ტყუპები: ყურადღების ცენტრშია სახლი, ოჯახი და პირადი სივრცე. ხელსაყრელი დღეა სახლის მოწესრიგებისთვის, საჭირო ნივთების შესაძენად და მყუდრო გარემოს შესაქმნელად.
♋️ კირჩხიბი: აქტიური და პროდუქტიული კომუნიკაცია გელოდება. შეხვედრები, მგზავრობა და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის. გამოიჩინე ინიციატივა და თამამად გამოხატე შენი აზრი.
♌️ ლომი: წინა პლანზე გადმოდის ფინანსები, პირადი რესურსები და ნიჭი. დღის ენერგია შემოსავლის გასაზრდელად გადამწყვეტი ნაბიჯებისკენ გიბიძგებს. კარგი დროა მომგები შეთანხმებებისთვის.
♍️ ქალწული: მთვარე შენს ნიშანშია და დიდ შინაგან ძალასა და ორგანიზებულობას გაძლევს. ვენერა მომხიბვლელობას გიმატებს. თამამად აიღე ინიციატივა დღეს ბევრის გაკეთება შეგიძლია!
♎️ სასწორი: ვენერა გირჩევს, აქტიური საქმეები საკუთარ თავზე ზრუნვას შეუთავსო. დაუთმე დრო დასვენებას, სილამაზის პროცედურებს, ემოციური წონასწორობის აღდგენასა და მშვიდად დაგეგმვას.
♏️ მორიელი: შესანიშნავი დღეა საერთო პროექტების განვითარებისა და თანამოაზრეებთან ურთიერთობისთვის. შენი მიზანდასახულობა სხვებსაც შთააგონებს, ერთობლივი მოქმედება კი სწრაფ შედეგს მოგიტანთ.
♐️ მშვილდოსანი: კარიერული მიზნები შენგან აქტიურობას მოითხოვს. დღის ენერგია პროფესიული ავტორიტეტის გასაძლიერებლად, ხელმძღვანელობასთან მნიშვნელოვანი საუბრისა და საკუთარი იდეების დასაცავად გამოიყენე.
♑️ თხის რქა: მიწის სტიქიის მხარდაჭერა ახალ შესაძლებლობებს გიხსნის. კარგი დღეა სწავლისთვის, ბიზნესის გაფართოებისთვის, საბუთების მოსაგვარებლად და მოგზაურობის დასაგეგმად.
♒️ მერწყული: ფინანსური საკითხებისა და საერთო საქმეების მოგვარებაში სიმტკიცე დაგჭირდება. თუ მიზანდასახულობას გამოიჩენ და მთავარ საქმეს სამომავლოდ არ გადადებ, დაბრკოლებებს მარტივად გაუმკლავდები.
♓️ თევზები: ყურადღების ცენტრში პარტნიორული ურთიერთობებია. ვენერა პირად და საქმიან კავშირებში ჰარმონიას შეგიქმნის. გულწრფელი საუბარი მნიშვნელოვანი ურთიერთობების განმტკიცებაში დაგეხმარება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „სასწაული გოგო...“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე
⭕ როდის უნდა ენდოთ საკუთარ ინტუიციას - „ჩაისუნთქეთ ჰაერი და შემდეგ ნელ-ნელა ამოისუნთქეთ“
⭕ „ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია“ - გარემოს ეროვნული სააგენტო