Digest Logo

„დაუყოვნებლივ გადაყარეთ გამხმარი ან დამჭკნარი მცენარეები...“ - რომელი ყვავილი გვართმევს ენერგიას?

1768572413
ყვავილი საძინებელი

ეზოტერიკოსი, ნუმეროლოგი, ტაროლოგი და ბიოენერგეტიკოსი, რომელსაც სოციალურ ქსელში Abagael Bug-ის სახელით იცნობენ, სოციალურ ქსელში იმ მცენარეებზე საუბრობს, რომლის საძინებელში განთავსებაც ენერგიას გვართმევს. 

მისი თქმით, ყველა მცენარე არ არის ჩვენი მეგობარი, განსაკუთრებით საძინებელში. ზოგიერთი მათგანი იკვებება ადამიანის ბიოველით:

„ლამაზი, მაგრამ საშიში - რომელი ყვავილი გვართმევს ენერგიას?

სახლში მცენარეების ყოლა „ტრენდულია“, მაგრამ ფენ-შუი და ბიოენერგეტიკა გვაფრთხილებს: ყველა მცენარე არ არის ჩვენი მეგობარი, განსაკუთრებით საძინებელში. ზოგიერთი მათგანი იკვებება ადამიანის ბიოველით.

მაგალითად, პოპულარული მონსტერა და სურო, ასევე ხვიარა მცენარეები, ითვლებიან ენერგო-ვამპირებად. ისინი იდეალურია ოფისებში (სადაც ბევრი ქაოსია და ისრუტავენ ნეგატივს), მაგრამ სახლში, სადაც ისვენებთ, მათმა სიახლოვემ შეიძლება გამოიწვიოს უძილობა და დაღლილობა.

გადახედეთ თქვენს მწვანე კუთხეს:

საძინებელში: დადგით სპატიფილუმი („ქალური ბედნიერება“) ან იები. ისინი აბალანსებენ ემოციებს და ხელს უწყობენ ჰარმონიას.

კაქტუსები: არასდროს დადოთ კაქტუსი საწოლთან ახლოს. მისი „ეკლიანი“ ენერგია იწვევს აგრესიას პარტნიორებს შორის. კაქტუსის ადგილი კომპიუტერთან ან ფანჯრის რაფაზეა (როგორც ფარი).

გამხმარი ყვავილები: დაუყოვნებლივ გადაყარეთ გამხმარი ან დამჭკნარი მცენარეები. ეს არის „მკვდარი ენერგია“.
შეარჩიეთ მწვანე მეგობრები გონივრულად“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ბრძოლა გაჩაღებული გვაქვს თავში - იმ შეზღუდვებთან და ძველ მრწამსებთან, რომლებიც გვმართავენ“ - თამარ კვარაცხელია უპირობო სიყვარულზე

⭕„ეს არის აღიარების, ქების, კარგი ამბების და საკუთარი თავით სიამაყის დღე“ - 16 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზი

⭕„მარად ასეთი ლამაზი და ახლგაზრდა მენახე“ - ეკა კახიანი 62 წლის გახდა, როგორ მიულოცეს შვილებმა დაბადების დღე