„უპირობო სიყვარული არ ნიშნავს ყველაფრის დაშვებას, ეს ნიშნავს, საკუთარი გამოცდილების მიღებას ისეთად როგორიც არის — როგორც ზრდისა და ევოლუციის გზას, საკუთარი თავის განსჯა-განკითხვის გარეშე“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პიროვნული ზრდის მენტორი თამარ კვარაცხელია წერს.
მისი თქმით, სამყარო გვიბრუნებს იმას, რამდენადაც ვიღებთ საკუთარ თავს. თუ საკუთარ თავს პატივს სცემ — სხვებიც პატივს გცემენ:
„ურთიერთობებში ყველაფერი გულიდან იწყება.
როცა ურთიერთობაში ორივე ადამიანი მზად არის უყვარდეს — გულწრფელად და უპირობოდ — ქრება გაქცევის სურვილი, ძიება და მუდმივი „რამე მაკლია“ განცდა. ასეთ კავშირში ადამიანები ერთმანეთს ავსებენ ყველა დონეზე: სხეულით, გრძნობით და სულით.
მაგრამ ასეთი ურთიერთობა იქმნება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი საკუთარ თავთან ისწავლა სიყვარული.
ყველაფერი იწყება საკუთარ თავთან ურთიერთობით — საკუთარი თავისთვის გულის გახსნით .
თუ გულში სიცარიელეა, ბედნიერი წყვილის თამაში მხოლოდ ილუზიაა.
საკუთარ თავთან პრეტენზიები გარდაუვალად გადადის პარტნიორთან ურთიერთობაშიც.
როცა საკუთარ თავს იღებ — შეცდომებით, ნაკლით, სირთულეებით, არაიდეალურობით — ურთიერთობაშიც ჩნდება „სახლში დაბრუნების“ განცდა. ასეთ მდგომარეობაში ნებისმიერი მანიპულაცია ან პროვოკაცია ძალას კარგავს.
ნამდვილი ბრძოლა არასდროს არის პარტნიორთან.
ბრძოლა გაჩაღებული გვაქვს თავში - იმ შეზღუდვებთან და ძველ მრწამსებთან, რომლებიც გვმართავენ.
ისინი იცვლება მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ თავში ვტრიალდებით, მის შეცნობას ვიწყებთ, მის მხარეს ვირჩევთ და საკუთარ თავს უპირობო მხარდაჭერას ვაძლევთ.
უპირობო სიყვარული არ ნიშნავს ყველაფრის დაშვებას, ეს ნიშნავს, საკუთარი გამოცდილების მიღებას ისეთად როგორიც არის — როგორც ზრდისა და ევოლუციის გზას, საკუთარი თავის განსჯა-განკითხვის გარეშე.
ზოგჯერ საკმარისია საკუთარ თავს ჰკითხო:
• იყო თუ არა აქ სიყვარული?
• სჭირდებოდა თუ არა ეს გამოცდილება ჩემს სულს?
• ჩემი არჩევანი იყო ეს, თუ სხვისი გავლენა?
ამ კითხვებში იბადება სიცხადე — რა არის შენი და რა არა.
რისი დატოვება ღირს და რის — გაშვება. როცა ადამიანი საკუთარ თავს ირჩევს, ქრება პროექციები, მტრები, დაპირისპირებები და ბრძოლის საჭიროება.
რჩება ერთი სიმართლე:
სამყარო გვიბრუნებს იმას, რამდენადაც ვიღებთ საკუთარ თავს.
თუ საკუთარ თავს პატივს სცემ — სხვებიც პატივს გცემენ.
თუ საკუთარ თავს ამტყუნებ — სამყარო ამას აირეკლავს.
ყველაფერი შიგნიდან იწყება.
და საკუთარი რეალობის წესებს თითოეული ჩვენგანი თავად ვწერთ
თუ ცხოვრებაში ან ადამიანების დამოკიდებულებაში რამე აღარ გემსახურება —
დროა გადააწერო შიდა წესები.
გათავისუფლდე ძველი აკრძალვებისგან
და დაიწყო ცხოვრება საკუთარი თავის სასიკეთოდ.
მხოლოდ გულიდან - გულწრფელობით, გულახდილობით, გულიანად, გულითადად.
გული — პირველი კარია და ყველა დანარჩენი იქიდან იწყება“, - წერს თამარ კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ: