ასტროლოგია და ხელოვნური ინტელექტი: ორი განსხვავებული სამყარო, რომლებიც დღეს ერთ სივრცეში იკვეთება. ერთი წარსულის სიბრძნეს ეყრდნობა, მეორე მომავლის შესაძლებლობებს ქმნის. მათი შერწყმა ახალ გზებს ხსნის სამყაროსა და საკუთარი თავის შესაცნობად.
აღნიშნულ ფაქტს ეწინააღმდეგება ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე და ამბობს, რომ „ჩათჯიბიტიმ“ ასტროლოგია საერთოდ არ იცის, ვერ ადგენს სწორად პირად რუკას და ვერც ზუსტ ასპექტებს განსაზღვრავს:
„ვცხოვრობთ თანამედროვე ეპოქაში, ხელოვნური ინტელექტის, „ჩათჯიბიტის“ ეპოქაში.
ძალიან ბევრს დავობენ და მსჯელობენ, რა პროფესიების ჩანაცვლება შეუძლია „ჩათჯიბიტის“ სამომავლოდ.
ვნახე კომენტარები, „ჩათჯიბიტიმ“ რუკის ანალიზი და პროგნოზი გამიკეთაო. მეცინება ასეთ რაღაცებზე. რა თქმა უნდა, რაღაც საკითხებში ყველას გამოგვიყენებია „ჩათჯიბიტი“, რადგან უფრო სწრაფია.
თავის დროზე დავტესტე რამდენად იცის ასტროლოგია და მინდა გითხრათ, გარტყმაში არ არის ასტროლოგიის. მე ზეპირად ვიცი ჩემი რუკა, მდებარეობები და ასპექტები.
თავიდან, 14 წლის რომ ვიყავი, დავიწყე ჩემი რუკის შედგენა და ანალიზი. ზეპირად ვიცი ყველაფერი ჩემს თავზე.
ვუთხარი ჩემი მონაცემები, დაბადების თარიღი, წელი, ქალაქი, საათი. შეადგინა რუკა, მაგრამ იყო სრული აბსურდი. 4 პლანეტა არასწორად დამიწერა. ნუ, ეს ჯანდაბას, მაგრამ განმარტებებსაც ხომ წერს, სამ სიტყვიანს, წავიკითხე და იყო აბსურდი. ეს იყო იმდენად ზედაპირული, რაღაც საიტებიდან ამოღებული ინფორმაცია. არანაირი სიღრმე და „კონკრეტიკა“ არ გააჩნია, იყო სრული სისულელე.
რა ვიცი, ვისაც გჯერათ, რომ „ჩათჯიბიტის“ ასტროკონსულტაცია შეუძლია გაგიწიოს, ადეკვატური, კარგი, მიდით, მაგრამ გეცოდინებათ არასწორი პლანეტები და რუკა“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კრეატიული აფეთქება თუ დისკომფორტი? - რას მოუტანს ზოდიაქოს ნიშნებს პლანეტა ურანის ტყუპებში გადასვლა