როგორ ჩავიფიქროთ სურვილი ჩინურ ახალ წელს, რომ აუცილებლად აგვიხდეს - ამის შესახებ ნუმეროლოგი ვენგო ლომთაძე „პოსტ ალიონის“ ეთერში საუბრობს.
„ 10 თებერვალს მზიან პერიოდში უნდა ჩავიფიქროთ ერთი სურვილი პოზიტიური ფორმულირებით.
მაგალითად: მე ვარ იმ სამსახურში, რომელიც მე მჭირდება. მზად ვარ მივიღო კონკრეტული შემოსავალი.
დავწერთ ამ სურვილს ფურცელზე და სანთლის ალზე დავწვავთ, რადგან დრაკონის წელი მოდის და ცეცხლის ენერგია შემოდის, რომელიც აძლიერებს ჩვენ სურვილს. ეს ფერფლი კი შეგვიძლია გავუშვათ ჰაერში“, - ამბობს ნუმეროლოგი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: