7 თებერვალს 88 წლის ასაკში კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა.
აღნიშნულ სამწუხარო ამბავს ჟურნალისტი გოდერძი შარაშია ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იგი გენიალურ კომპოზიტორს იხსენებს.
„როცა პროექტის „ორი ვარსკვლავი“ მონაწილე ვიყავი ბატონი ვაჟა ხშირად მოდიოდა.
ძალიან ვნერვიულობდი, როცა მისი სიმღერა უნდა შეგვესრულებინა, ელენეს უხაროდა. რა ენაღვლებოდა, როცა იქვე ჰკითხეს, როგორ მოგეწონაო?! - უპასუხა ჯგიროო (კარგი იყოო)
წლების შემდეგ ერთ-ერთ გადაცემაში მიუწვევიათ და ეს პასუხი გაუცია, ვიდეო მეგობარმა ჩამიგდო და ვინახავ რაღა თქმა უნდა.
ახლა ბატონ ვაჟას ქვეყანა ემშვიდოებება და მადლობას უხდის მისი შემოქმედებისთვის.
ბოლოს სახსრები სტკიოდა და ხშირად მხვდებოდა (მეზობლად ვცხოვრობ) ბევრ წამალს ვიღებ და მალე მოვრჩებიო.
აუცილებლად, მეც მტკიოდა და მოვირჩინე მეთქი და იმ წამლის დასახელება გამაგზავნინა მესიჯად რასაც მე ვსვამდი.
გენიალურთან ერთად, ძალიან უბრალო, თბილი და ყურადღებიანი იყო“,- წერს გოდერძი შარაშია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ქობულეთში შშმ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
⭕🎥 „სოსო ჩემთან არის ყოველთვის, როგორც ლიკა...“- ზაზა კოლელიშვილი სოსო ჯაჭვლიანს ემოციურად იხსენებს