დედის დღეს საქართველოში ტრადიციისამებრ 3 მარტს აღნიშნავენ. დღესასწაულის ისტორია ქვეყანაში სამ ათწლეულზე მეტს ითვლის.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ყველაზე რთული, ყველაზე მწარე და ამავე დროს ყველაზე ტკბილი ამ დედამიწაზე - დედობაა.
დედად ყოფნა ნიშნავს ყოველდღიურ თავგანწირვას, ჩუმ და ძლიერ სიყვარულს, უძილო ღამეებს და უსასრულო მოთმინებას.
ნიშნავს იმას, რომ შენი გული უკვე შენს სხეულში აღარ ძგერს - ის პატარა ხელებში, პატარა ნაბიჯებში და პატარა სუნთქვაში გრძელდება.
დედა არის უმაღლესი სტატუსი, რომელიც სამყარომ შეიძლება მოგანიჭოს. ეს არის მადლი და პასუხისმგებლობა ერთდროულად. ეს არის ტკივილი, რომელიც სიყვარულით გადაიქცევა ძალად. ეს არის ცრემლი, რომელიც სიხარულის ნაპერწკლად იქცევა.
დედა არის პირველი ხმა, რომელსაც ვისმენთ… პირველი სუნი, რომელსაც ვგრძნობთ… პირველი სითბო, რომელიც გვიცავს. მისი ლოცვა უხილავი ფარია, მისი ჩახუტება — ყველაზე უსაფრთხო თავშესაფარია..
ბავშვებო, ყოველთვის დაუძახეთ თქვენს გამჩენს და მშობელს — დედა. ამ სიტყვაში მთელი სამყარო ეტევა. ამ ერთ სიტყვაშია მადლიერება, ფესვები, სიცოცხლე და სიყვარული.
დედობა ყველაზე დიდი ღვაწლია, ყველაზე წმინდა მიღწევა ცხოვრებაში. ეს არის გზა, რომელიც ტკივილით იწყება, მაგრამ უსასრულო სიყვარულით გრძელდება.
მე მინდა ყველა დედა ბედნიერი იყოთ.
მინდა თქვენი შრომა დაფასდეს, თქვენი ცრემლი სიხარულად იქცეს, თქვენი გულები სიმშვიდით აივსოს.
დედებო — თქვენ ხართ სამყაროს უხილავი გმირები. თქვენით იწყება სიცოცხლე. თქვენით იწყება სიყვარული.
მრავალს დაგასწროთ უფალმა! დაილოცოს თქვენი დედებად დაბადება!“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბავშვობიდან არ მახსოვს ფქვილი მის წინსაფარზე, სულ სუფთაა, არაფერი ეცხება“ - დათო ლიკლიკაძე დედაზე