Digest Logo

დეკემბრის რა პერიოდშია მოსალოდნელი კოსმიური ჭექა-ქუხილი და რისი გათვალისწინება მოგიწევთ წარმატების მისაღწევად - მიხეილ ცაგარლის რჩევები!

1765214016
მიხეილ ცაგარელი

შემოდგომის ბოლო თვე მიიწურა და წლის ბოლო, ზამთრის პირველი დეკადა დადგა. როგორც ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი აღნიშნავს, ეს თვე საკმაოდ არასტაბილურია როგორც საქმიანი, ისე პოლიტიკური კუთხით, რადგან მოსალოდნელია მოლაპარაკებების გართულება და პრობლემების ახალ ჭრილში დანახვა.

თუმცა, თვის ბოლო, მესამე დეკადა, ასე თუ ისე, სტაბილური აღმოჩნდება, რადგან დიდი შანსია, გაიზარდოს ეკონომიკური აქტივობა, წარმატებული და ორმხრივად მომგებიანი ტრანზაქციები, რაც მომავალი წლის უახლოეს თვეებში მნიშვნელოვნად გააცოცხლებს საფონდო ბაზარს. 

ჟურნალ „თბილისელებთან“ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და რჩევებს გვიზიარებს: 

– ბატონო მიხეილ, როგორი ტენდენციებით იქნება გამორჩეული ზამთრის პირველი თვე და რა მოვლენებს უნდა ველოდოთ დეკემბერში?

– კოსმიური გავლენა დედამიწის ბიოსფეროზე 3 დეკემბრამდე შედარებით ჰარმონიულია, მზე მშვილდოსნის ნიშანში იქნება. 12 დეკემბერს კი პლანეტა მერკური შემოვა. 15 დეკემბერს პლანეტა მარსი თხის რქის ზოდიაქოში შევა, რომელიც დეკემბრის მეორე ნახევარში დადებითი ენერგიის ნაკადად გამოვლინდება და პრობლემების უფრო კონსტრუქციულად გადაჭრას შეუწყობს ხელს, 4-დან 22 დეკემბრამდე პერიოდში, მაშინ, როცა მოსალოდნელია კოსმიური „ჭექა-ქუხილი“. თხის რქის ზოდიაქოში მდებარე პლანეტა მარსი ბევრ ადამიანს დაეხმარება, გათავისუფლდნენ ძველი ვალდებულებებისგან, რომლებიც ხელს უშლის მათ კარიერასა და წარმატებას, ასევე, განსაზღვრავს ახალი შემოქმედებითი გაერთიანებების შექმნას, კონსტრუქციულ თანამშრომლობასა და ურთიერთნდობაზე. სწორედ ამიტომ, დეკემბრის დასაწყისში, რაც შეიძლება, მეტი უნდა გააკეთოთ, რათა დეკემბრის მესამე დეკადაში წარმატებას მიაღწიოთ.

– რას უნდა ველოდოთ პირად, საქმიან და პოლიტიკურ ასპარეზზე ამ თვეში და კონკრეტულად რომელ პერიოდშია შედარებით რთული ან პირიქით, სტაბილური პერიოდი. როგორც ასტროლოგი, რას გვეტყვით და გვირჩევთ?

– ამ პერიოდში, 4-დან 22 დეკემბრამდე, გართულდება მოლაპარაკება და კონფლიქტების მოგვარება, როგორც პირად და საქმიან ურთიერთობებში, ასევე, ქვეყნებსა და მთავრობებს შორის. ადრე დაწყებული მოლაპარაკებები დაიბლოკება ან გადაიდება განუსაზღვრელი ვადით. ამიტომ, უნდა გათვალოთ ყველა დეტალი და იყოთ ფრთხილი და წინდახედული.

– როგორც მივხვდი, საკმაოდ არასტაბილური პერიოდი გველის წლის ბოლოს. და მაინც, როგორი იქნება მისი მესამე დეკადა?

– მესამე დეკადაში გაიზრდება ეკონომიკური აქტივობაც, წარმატებული და ორმხრივად მომგებიანი ტრანზაქციები, რაც მნიშვნელოვნად გააცოცხლებს საფონდო ბაზარს 2026 წლის უახლოეს თვეებში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„3 სუფრის კოვზი მარილი გააცხელეთ ტაფაზე, სახლის კარიდან დაიწყეთ და საათის ისრის მიმართულებით შემოატარეთ მთელ სახლში...“ - როგორ გავწმინდოთ სახლი უარყოფითი აურისგან, მაია ყუფარაძის რჩევები

⭕რა თარიღებია ქორწინებისათვის სასურველი 2025 წლის მიწურულს და 2026 წელს - ასტროლოგის რჩევა

🎥 ვის ეხება 11-წლიან სწავლაზე გადასვლა და რა იცვლება განათლების სისტემაში? - საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე აქტუალურ კითხვებზე პასუხობს

წყარო: tbiliselebi.ge