ეზოტერიკოსი მაია ყუფარაძე სასარგებლო რჩევებს აძლევს მათ, ვისაც ავი თვალის და დაბინძურებული აურის სჯერა. როგორც იგი „ზმნისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, ჩვენი სახლის საუკეთესო გამწმენდი საკმეველია.
იგი გვიზიარებს რჩევებს თუ როგორ გავწმინდოთ სახლი უარყოფითი აურისგან.
„მე ყოველდღიურად მჭირდება ჩემი სახლის გაწმენდა, რადგან შინ ვიღებ აურა დაბინძურებულ ადამიანებს. ნებისმიერი საკმეველი საუკეთესოდ წმენდს სახლს. ყველაზე მაგრად წმენდს, მე უპირატესობას ოქროსფერ საკმეველს ვანიჭებ. რამდენიმე საკმეველს ერთად ვდებ ნახშირთან ერთად და შემოვატარებ სახლში საათის ისრის მიმართულებით. თან ვლოცულობ. „მამაო ჩვენოს“ სამჯერ ვამბობ, ვკითხულობ ღვთისმშობლის დაუჯდომელს. საკმეველი და „მამაო ჩვენო“ სავსებით საკმარისია. ბნელი და ეშმაკისეული ძალები ვერ იტანენ საკმეველს და გაურბიან. საწოლზეც გადაატარეთ საკმეველი, მთლიან სახლშიც შემოატარეთ.
სახლში მოსულ ადამიანებს, უნებურად, თან მოაქვთ ბინძური აურა. საერთოდ, სახლის კურთხევა აუცილებელია.
რაც შეეხება სახლის მარტივი გზით გაწმენდას; სამი სუფრის კოვზი მარილი გააცხელეთ ტაფაზე, სახლის კარიდან დაიწყეთ და საათის ისრის მიმართულებით შემოატარეთ მთელ სახლში. ისევ გააცხელეთ, ისევ შემოატარეთ. სამჯერ შეგიძლიათ. თუ სახლის აურა დაბინძურებულია, ასეთ დროს, გაშავებულა კიდეც მარილი. რომ გაგრილდება, ჩაუშვებთ უნიტაზში და ჩარეცხავთ, ჩემი ჭირი წაგიღიაო, იტყვით. ეს მეთოდი ნამდვილად წმენდს სახლს...
შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ გიშერს ყველაზე სუსტი დაცვა აქვს ავი თვალისგან. ვინც ავი თვალის მიმღები და მედიუმია, შეიძლება ასი გიშერი დასჭირდეს წელიწადში. ასე რომ ბუნებრივი ქვები ატარეთ, თქვენი ქვები“, - ამბობს მაია ყუფარაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა თარიღებია ქორწინებისათვის სასურველი 2025 წლის მიწურულს და 2026 წელს - ასტროლოგის რჩევა
წყარო: www.zmna.ge