Digest Logo

„დგება სრული სიმშვიდე და ჰარმონია...“ - 21 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი

1771753506
Abagael Bug

ეზოტერიკოსი, ნუმეროლოგი, ტაროლოგი, რომელიც „ფეისბუკზე“ Abagael Bagi-ის სახელით არის დარეგისტრირებული სოციალურ ქსელში 22 თებერვლის ტაროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს: 

„22 თებერვალი: „სამყარო“ (XXI) - ჰარმონიული დასასრული.

ზოგადი დღის ფონი: კვირა დღე მშვენიერია! გუშინდელი ქარიშხლის შემდეგ დგება სრული სიმშვიდე და ჰარმონია. „სამყარო“ ნიშნავს ციკლის წარმატებულ დასრულებას, ტრიუმფს და საზღვრების გახსნას. ეს არის კვირის იდეალური ფინალი. თავს იგრძნობთ ისე, თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა.

მნიშვნელოვანი საკითხები: დაასრულეთ ძველი საქმეები, რათა ორშაბათიდან ახალი დაიწყოთ. შესანიშნავი დღეა ინტერნეტისთვის, უცხოელებთან ურთიერთობისთვის და მოგზაურობის დაგეგმვისთვის. თქვენი შესაძლებლობები უსაზღვროა.

ურთიერთობები: შერიგება, გაერთიანება და ბედნიერება. თუ დაშორებული იყავით, დღეს შესაძლოა აღდგეს კავშირი. წყვილებში სრული იდილიაა. მარტოხელებს შანსი აქვთ გაიცნონ ადამიანი სოციალური ქსელებით ან მოგზაურობაში.

ფინანსები: ჯილდო გაწეული შრომისთვის. ფინანსური თავისუფლების განცდა. შესაძლოა მიიღოთ ფული უცხოეთიდან ან გლობალური პროექტიდან.

ჯანმრთელობა: სრული გამოჯანმრთელება. ენერგეტიკული ბალანსი აღდგენილია. თავს გრძნობთ მსუბუქად და ჯანმრთელად“, - წერს ეზოტერიკოსი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„9 წელი გავიდა, მე კი ისევ ვკვდები ყოველ თებერვალს“ - მაია ასათიანი გარდაცვლილ შვილზე

⭕„ბერლინალე 2026“-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

⭕„იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე მამა გაბრიელზე