Digest Logo

„დღე ხელს უწყობს კომუნიკაციას, ინფორმაციის გაცვლას“ - 7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1780827765
თამუნა იოსელიანი

ასტროლოგიური პროგნოზი 7 ივნისი  

მთვარე თევზების ნიშანში

იმყოფება 09.06-მდე, 12:33 საათამდე

ამ პერიოდში ხელსაყრელია:

◉ ახლო მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობა, იდეების, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება;
◉ ძველი კონტაქტების აღდგენა ან ახალი, სასარგებლო ნაცნობობის შეძენა, მნიშვნელოვანი რჩევის მიღება, მხარდაჭერის პოვნა და შეხვედრების გამართვა;
◉ ზოგადად, დღე ხელს უწყობს კომუნიკაციას, ინფორმაციის გაცვლას და დაძაბული სიტუაციების განმუხტვას;
◉ საღამოს გულწრფელი საუბრები განსაკუთრებით შედეგიანი იქნება , გაგიადვილდებათ ერთმანეთის მოსმენა და ხანგრძლივი უთანხმოებების მოგვარება;
◉ სასიამოვნოა საინტერესო ადგილების მონახულება, შთაგონების მიღება, სულიერი პრაქტიკებით ან შემოქმედებითი საქმიანობით დაკავება - ყველაფერი, რაც შინაგანად გაძლიერებთ და დადებითი ემოციებით აგავსებთ;
◉ კარგი დროა ტემპის შესანელებლად, დასვენებისთვის, ენერგეტიკული გაწმენდისთვის, ზღვის მარილით აბაზანის მისაღებად, მედიტაციისა და სულიერი პრაქტიკებისთვის;
◉ საღამოსა და ღამის საათებში შესაძლებელია საინტერესო იდეების, მოულოდნელი შთაგონების, მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და დიდი ხნის პრობლემების გადაწყვეტის გზების აღმოჩენა.

ამავე დროს, ყურადღება მიაქციეთ:

◉ თევზების ნიშანში მთვარის გავლენისას შეიძლება გაძლიერდეს გაფანტულობა, ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღება დეტალებზე და სიფრთხილე;
◉ ჯანმრთელობის მხრივ იზრდება გაციების, ვირუსული ინფექციების, მოწამვლის, შეშუპების, ალერგიული რეაქციების, მედიკამენტების გვერდითი ეფექტებისა და ფსიქოსომატური ჩივილების ალბათობა;
◉ ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა ქალთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა საკითხებმაც შეახსენოს თავი.

დღევანდელი დღის მთავარი რჩევაა: ნაკლები აჩქარება, მეტი შინაგანი სიმშვიდე, გულწრფელი კომუნიკაცია და საკუთარი ინტუიციის მოსმენა.

დაე, თევზების ენერგიამ შთაგონება, ჰარმონია და სასიამოვნო აღმოჩენები მოგიტანოთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნუ ებრძვი იმას, რაც რეალურად გარდაუვალია“ - რას წერს გია მურღულია

⭕სამების ტაძარში დღეს 73-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

⭕„დიდი საქმეები, მკვეთრი გადაწყვეტილებები, რისკი და ემოციური დაპირისპირება უმჯობესია აირიდოთ თავიდან“ - 7 ივნისის მეტაფიზიკური პროგნოზი