Digest Logo

„დღე სავსეა შესაძლებლობებით, იყავით აქტიური და ენდეთ საკუთარ თავს...“ - 20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1773953400
ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 20 მარტისთვის  

მთვარის დღე – 2 / 3

მთვარის ფაზა – მზარდი მთვარე ვერძში:

♈️ ვერძი

დღე იდეალურია ფანტაზიისა და იდეებისთვის. შეგიძლიათ იოცნებოთ ან რეალური გეგმები დასახოთ. კარგია ყოველდღიური საქმეების შესრულება. თუ ყოფითი საქმეები არ გიზიდავთ შეხვდით მეგობრებს და ისაუბრეთ სასიამოვნო თემებზე.

♉️ კურო

სამსახურში შესაძლოა შურიანი ადამიანები შეგხვდეთ. ყურადღება არ მიაქციოთ და თქვენი საქმე ბოლომდე მიიყვანეთ – ეს წარმატება თავდაჯერებას დაგიბრუნებთ. დახმარებას თუ შემოგთავაზებენ – არ უარყოთ.

♊️ ტყუპები

ურთიერთობების დალაგება მნიშვნელოვანია. თუ დროულად ნაბიჯებს არ გადადგამთ, შეიძლება მნიშვნელოვანი კავშირი დაკარგოთ. ეძებეთ კომპრომისი როგორც პირად, ისე საქმეში.

♋️ კირჩხიბი

დღე მოითხოვს ძალისხმევას. თითქოს გამოცდაზე ხართ – გამოავლინეთ გამძლეობა და შრომისმოყვარეობა. მთავარი – საკუთარ თავში რწმენა. განწყობა შეიძლება ახლობლებთან უთანხმოების გამო შეიცვალოს.

♌️ ლომი

არ არის ძალიან პროდუქტიული დღე. ნუ ეცდებით ყველაფერში პირველობას. სჯობს ენერგია ყოველდღიურ საქმეებში დახარჯოთ – სახლში და სამსახურში.

♍️ ქალწული

თქვენი მეტყველება დღეს ძლიერი იარაღია შეგიძლიათ დაარწმუნოთ ნებისმიერი ადამიანი. თუმცა ყურადღებით შეარჩიეთ ვის ესაუბრებით. ბევრი მოქმედება შეიძლება სარგებლისთვის გააკეთოთ. ჯანმრთელობასაც მიაქციეთ ყურადღება.

♎️ სასწორი

დღეს ძალიან მიმზიდველი და ქარიზმატული ხართ. არ შეგეშინდეთ ინიციატივის. იდეალური დროა ახალი ნაცნობობებისთვის და ცოდნის მისაღებად.

♏️ მორიელი

ფიქრები ფინანსებზე იქნება კონცენტრირებული. შეიძლება გაჩნდეს შფოთვა. არ დათანხმდეთ სწრაფი ფულის შეთავაზებებს დაუფიქრებლად გადაამოწმეთ ყველაფერი და ახლობლებსაც ჰკითხეთ რჩევა.

♐️ მშვილდოსანი

კარგი დღეა ადამიანებთან ურთიერთობისთვის. ყველას ვერ გაუგებთ, მაგრამ ეს ნორმალურია. ნუ მიიტანთ გულთან ახლოს სიტყვებს. იმუშავეთ და არ ჩაიციკლოთ ნეგატივზე.

♑️ თხის რქა

დღე უფრო შრომისთვისაა, ვიდრე ოცნებებისთვის. გუნდური მუშაობა წარმატებას მოგიტანთ. კოლეგების მხარდაჭერას იგრძნობთ. ფინანსებში სიფრთხილე გამოიჩინეთ – ზედმეტს ნუ იყიდით.

♒️ მერწყული

თუ რამე არ გამოგივათ – არ დანებდეთ. მოძებნეთ სხვა გზა. ენერგია საკმარისად გაქვთ, რომ რთულ საქმეებს გაუმკლავდეთ. ნეგატიურ კომენტარებს ნუ მოუსმენთ.

♓️ თევზები

მიზნის მისაღწევად ძალისხმევა დაგჭირდებათ. არაფერი მოვა მარტივად, მაგრამ შრომა შედეგს მოიტანს. ახალ ნაცნობებთან ფრთხილად იყავით. ახლობლები კი თქვენს გვერდით იქნებიან.

დღე სავსეა შესაძლებლობებით, იყავით აქტიური და ენდეთ საკუთარ თავს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სოხუმი, აფხაზეთი, საქართველო - სახლი, სადაც უწმინდესი ილია მეორე ცხოვრობდა, როგორც ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი

⭕„მადლი გადაგვარჩენს და ზუსტად ამ განწმენდის გზას გავდივართ პატრიარქისთვის დანთებული სანთლით“ - ლალი მოროშკინა

⭕თბილისის მეტრო სამი დღის განმავლობაში მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

წყარო: www.facebook.com