22 ივლისს, 23:13 საათზე, მზე ლომის ნიშანში გადავიდა - საკუთარ სამეფოში, სადაც ძალა, შემოქმედებითობა და თვითგამოხატვა განსაკუთრებულად ძლიერდება.
აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი ქეთი ოდიშელი წერს და გვირჩევს, ამ პერიოდში რომელი სიმბოლო გამოგვადგება თილისმად:
„მზე რა ლომში შევა, გასვლამდის არდადეგი არს“ - სულხან-საბა ორბელიანი.
დღეიდან ერთი თვე მზე ლომის ზოდიაქოს ნიშანს გადის.
დადგა ცეცხლისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის აქტიურობის დრო (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, შემდეგ კი: ტყუპები, სასწორი, მერწყული).
თილისმად ამ პერიოდში ვარსკვლავის სიმბოლო გამოგადგებათ.
მინერალური ქვებიდან, განსაკუთრებით ცეცხლოვანი ნიშნის ტიპური წარმომადგენლებისთვის მეტად სასურველია მთვარის ქვის ტარება, სიგრილესა და სიმშვიდეს მოგგვრით.
ევკალიპტის და პიტნის არომატები კი სიგრილის შეგრძნებას მოგგვრით ამ მცხუნვარე ამინდებში“, - წერს ქეთი ოდიშელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕25 ივლისი: „დღე დროის გარეშე“ - უნიკალური პერიოდი ბედ-იღბლის კორექციისთვის
⭕რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 23 ივლისის ენერგიებზე