Digest Logo

„დღეს, 1-ელ აგვისტოს სავსე მთვარეა მერწყულში - ეს იმ მაღვიძარას ჰგავს, რომელიც ტკბილად ჩაძინებულს თავისი მჭექარე ზარით გვაფხიზლებს ხოლმე“ - ასტროლოგი

1690903615
სავსე მთვარე

„მერწყულისა და ურანის მინიშნება ზუსტად ისაა, რომ მხოლოდ ჩვენი ინდივიდუალიზმითა და განსხვავებულობით შეგვიძლია შევქმნათ ის რეალობა, რომელიც გადაგვარჩენს და ამავე დროს, ბედნიერებას მოგვანიჭებს“, - ამის შესახებ ასტროლოგი დავით ნიბლაძე სოციალურ ქსელში წერს და 1-ელ აგვისტოს სავსემთვარეობის შესახებ პროგნოზს აქვეყნებს:

„დღეს, 1-ელ აგვისტოს სავსე მთვარეა მერწყულში. 

მერწყულს ურანი მართავს. ის დაახლოებით იმ მაღვიძარას ჰგავს, რომელიც ტკბილად ჩაძინებულს თავისი მჭექარე ზარით გვაფხიზლებს ხოლმე. ურანის მესიჯი ისაა, რომ კომფორტი არაკომფორტულ მდგომარეობაში აღმოვაჩინოთ და ვისწავლოთ სწრაფადცვალებად გარემოში ჩვენი ადგილის დროულად პოვნა.

ამისთვის კი აუცილებლად გვჭირდება ჩვენი უნიკალური მხარეებისა და ინდივიდუალიზმის განვითარება, ჩარჩოებს მიღმა აზროვნება და ის შინაგანი თავისუფლება, რომელიც ცნობიერი არჩევანის გაკეთებას არ შეგვიზღუდავს.
  სად, რაშია შენი ინდივიდუალური ხიბლი? რითი გამოირჩევი სხვა ადამიანებისგან? რა გაქვს ისეთი, რაც სხვებს არ აქვთ? რა შეგიძლია აქციო შენს ნიშად, რომელიც ასეთ ქაოტურ სამყაროში პირადად შენს პოზიციონირებაში დაგეხმარება?

მერწყულისა და ურანის მინიშნება ზუსტად ისაა, რომ მხოლოდ ჩვენი ინდივიდუალიზმითა და განსხვავებულობით შეგვიძლია შევქმნათ ის რეალობა, რომელიც გადაგვარჩენს და ამავე დროს, ბედნიერებას მოგვანიჭებს. აღარ არის დრო, როდესაც ჩვენ მასა უნდა ვიყოთ, ვაკეთოთ რამე ძალით ან ის, რასაც გვგკარნახობენ, გამოვიყურებოდეთ ისე, როგორც სხვები და ა.შ. დროა, ჩვენებურად ვანათოთ და ვიკაშკაშოთ“, - წერს ასტროლოგი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ინფორმაცია მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს

🔵„მომრავლდა ბავშვების რაოდენობა, რომელთაც აქვთ შეცვლილი გემოვნება“ - თამარ გაგოშიძე

🔵„მოემზადეთ სავსე მთვარის პიკი იქნება 22:31 საათზე“ - გიორგი ლობჯანიძე