დღეს ახალმთვარეობა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება. ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, ამ დროს სასურველია კონფლიქტისა და საქმეების გარჩევისგან თავის შეკავება.
„დღეს ახალმთვარეობა, ამ დღის ენერგია გასტანს ხვალ და ნაწილობრივ ზეგაც, ამ ხნის განმავლობაში მოერიდეთ საქმეების გარჩევას, კამათს და აგრესიის გამოვლენას. ასევე თავი შეიკავეთ მოლაპარაკებებისგან და კონტრაქტების გაფორმებისგან. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კუჭის ზონას და სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან ყოფნისას. სამაგიეროდ შეგიძლიათ საღამოს მთვარეს აჩვენოთ მონეტა, ეს მონეტა მოიზიდავს თქვენთან ფინანსებს.
ამ კვირაში 4 გეომაგნიტური დღე გვაქვს - დღეს, ხვალ, ხუთშაბათს და შაბათს და აკონტროლეთ წნევა, სხვა მხრივ მდგომარეობა ნორმალურია.
ამასთან გასათვალისწინებელია, რომ კვირას მზე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს დატოვებს და 2 თვით ლომში გადავა, ასევე კვირიდან სიყვარულის მმართველი ვენერა გახდება რეტროგრადული, რაც საშუალებას მოგცემთ წარსულში დაშვებული შეცდომები და ძველი რომანტიკული ურთიერთობები გამოასწოროთ“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵დღეს ახალმთვარეობაა - ყველაფერი რაც ამ დღეს უნდა გაითვალისწინოთ