14 ივლისი ახალმთვარეობა და ახალი დასაწყისების უძლიერესი დღე!
დღის ენერგიები: 5 • 4 • 9
დღეს ახალი ციკლი იწყება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დააკვირდეთ საკუთარ ფიქრებს, სიტყვებსა და შინაგან მდგომარეობას. ის, რაზეც დღეს ყურადღებას გაამახვილებთ, შესაძლოა, უახლოესი პერიოდის მიმართულებად იქცეს.
დღეს ფინანსური ახალმთვარეობაა. განეწყვეთ მხოლოდ კარგისთვის და გაიმეორეთ პოზიტიური აფირმაციები:
„მე ღმერთის საყვარელი შვილი ვარ. ბედნიერი და წარმატებული ვარ. ღირსი ვარ სიყვარულის, კეთილდღეობისა და დიდი შესაძლებლობების. ფული ჩემს ცხოვრებაში მარტივად და სიამოვნებით შემოდის.“
საკუთარ თავზე მხოლოდ კარგი ილაპარაკეთ. ნუ გააუფასურებთ საკუთარ შესაძლებლობებს, ნუ გააკრიტიკებთ თავს და ეცადეთ, ნეგატიურ ფიქრებს არ აჰყვეთ. დღეს თქვენი შინაგანი განწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
აუცილებლად შეასრულეთ ახალმთვარეობის პრაქტიკები: ჩამოწერეთ სურვილები, შეავსეთ სიუხვის ჩეკი, დაისახეთ მიზნები და დეტალურად აღწერეთ ყველაფერი, რისი მოზიდვაც თქვენს ცხოვრებაში გსურთ.
იზრუნეთ სახლის ენერგეტიკულ სისუფთავეზეც. გაწმინდეთ სარკეები, შემოსასვლელი კარი და სააბაზანო. თუ მსგავსი პრაქტიკები მოგწონთ, წყალში ცოტაოდენი მარილიც შეგიძლიათ დაამატოთ.
დღეს მეტი იმოძრავეთ გაიარეთ რაც შეიძლება ბევრი ნაბიჯი და, თუ შესაძლებლობა გაქვთ, ეწვიეთ ახალ ადგილს. ახალი გზები და მარშრუტები ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაგეხმარებათ.
თუ დიდი ხანია რომელიმე სიტუაციის დასრულება გსურთ, დღეს წერტილის დასმის დროა. გაუშვით ყველაფერი, რაც სიხარულს აღარ განიჭებთ. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი თავის სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებისა გაათავისუფლეთ ადგილი ახლისთვის.
აუცილებლად დაუთმეთ დრო შემოქმედებას: ხატეთ, გააფერადეთ, მოქსოვეთ, მოქარგეთ ან საკუთარი ხელით შექმენით რაიმე. დღეს შემოქმედების საშუალებით დღის ენერგია განსაკუთრებით კარგად იხსნება.
დაე, ამ ახალმთვარეობამ სურვილების ასრულება, ფინანსური კეთილდღეობა, ახალი შესაძლებლობები და ბედნიერი ცვლილებები მოგიტანოთ. იყავით ბედნიერები, საყვარლები და იცხოვრეთ სიუხვეში!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ტრაგედია გორში - ცნობილია ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით