
გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან ურთიერთგამომრიცხავი მოვლენების დღეა, ამიტომ მაღალია მოულოდნელი სიურპრიზების ალბათობა.
მართალია, გაგიჩნდებათ საკუთარი საქმეების სხვებისთვის გადაბარების სურვილი, მაგრამ არ ღირს ამის გაკეთება, რადგან მომავალში მაინც ორმაგი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის შეგროვებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, პრეზენტაციებისა და საჯარო გამოსვლების მოსაწყობად, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ბრონქებს და ფილტვებს, ხელებს და მხრებს.
დღის ფერები და მინერალები – ცისფერი, იისფერი, კრემისფერი, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი და ოქროსფერი, ასევე ტოპაზი, გიაცინტი, აკვამარინი, ლაბრადორი, ამაზონიტი და ჰელიოტროპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, მორიელს, თხის რქას და თევზებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „ვეუბნებოდი, არ მინდა მეორე შვილის სიკვდილი ვნახო-მეთქი...“ - უკრაინაში დაღუპული მებრძოლის მამა
🔵 „ეს არც ზღაპარია და არც რომანი“ – როგორ გადაარჩინა ჯამბულ ხოფერიამ უკრაინელი და ქართველი მეომრები
წყარო: www.fortuna.ge