
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი 17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ წერს:
„ჰოროსკოპი 17 სექტემბრისთვის
მთვარის დღე – 25-ე
მთვარის ფაზა – კლებადი მთვარე კირჩხიბში / ლომში
ვერძი
დღეს მოგინდებათ სიმშვიდე, სიცხადე და სტაბილურობა, თუმცა ვითარება სწრაფად შეიცვლება. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, არ დაკარგოთ წონასწორობა და ნუ მოიშლით ნერვებს წვრილმანებზე.
კურო
ემოციურად რთული დღეა. აუცილებელია ყურადღებით აკონტროლოთ ყველა დეტალი, რადგან უმცირესმა შეცდომამაც შეიძლება შედეგზე იმოქმედოს. დარჩით მშვიდი და გახსნილი – ეს დაგეხმარებათ დაძაბულობის დაძლევაში.
ტყუპები
შეიძლება აღმოჩნდეთ არაჩვეულებრივ სიტუაციაში, სადაც ინტუიციას უნდა ენდოთ. პასუხისმგებლობით მიუდექით საქმეს – ეს თქვენი კარიერული წინსვლის საფუძველი გახდება. გამოიყენეთ გამოცდილება და კრეატივი.
კირჩხიბი
არ დაიტვირთოთ ზედმეტი ვალდებულებებით. ენერგია დაბალია, ამიტომ სჯობს რთული საქმეები გადადოთ. ოჯახში მოსალოდნელია გაუგებრობა – მოერიდეთ მწვავე თემებს და ეძებეთ კომპრომისი.
ლომი
დღეს ყურადღება მიაქციეთ ახლობლებს და არ უარყოთ დახმარება. მოერიდეთ კამათსა და ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს. საღამო დაუთმეთ სახლს და სიმშვიდეს – ეს დაგიბრუნებთ თავდაჯერებულობას.
ქალწული
დაიცავით თქვენი პოზიცია, მაგრამ გააკეთეთ ეს მშვიდად და გონივრულად. ძველი კონტაქტები შეინარჩუნეთ – ისინი მომავალში სასარგებლო იქნება. საღამოს ოჯახთან ერთად განიხილეთ საერთო გეგმები.
სასწორი
დღეს სასარგებლოა გამოცდილ ადამიანებთან საუბარი და მათი რჩევების მოსმენა. აკონტროლეთ ემოციები და ნუ მისცემთ ძალას შფოთვას. სჯობს მოვლენებს პრაგმატულად და ცივი გონებით შეხვდეთ.
მორიელი
ინტუიცია დღეს ყველაზე სწორი გზის მაჩვენებელი იქნება. ასევე გაითვალისწინეთ სხვათა აზრი, განსაკუთრებით უფროსი კოლეგების. ოჯახს კი თქვენი მხარდაჭერა და სითბო სჭირდება.
მშვილდოსანი
დღეს ხელსაყრელი დროა შერიგებისა და დავების მოგვარებისთვის. სამსახურში მოსალოდნელია სირთულეები – დახმარებისთვის ნუ მოგერიდებათ. იფიქრეთ მიზნებსა და გეგმებზე.
თხის რქა
აქტიურობა დაგეხმარებათ ახალ ნაცნობობასა და საქმიანი ურთიერთობების დამყარებაში. ნუ იჩქარებთ – ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით მიზნებს. საღამოს სპორტული აქტივობა დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში.
მერწყული
რაც უფრო მეტს ისაუბრებთ, მით უკეთესად იგრძნობთ თავს. დღეს შეგიძლიათ სხვები თქვენი მხარისკენ გადაიყვანოთ. კარგი დროა თვითანალიზისა და პრიორიტეტების გადახედვისთვის.
თევზები
თქვენს ახლობლებს თქვენი ზრუნვა სჭირდებათ. სჯობს ინტუიციას ენდოთ და ნაკლები გეგმები დასახოთ. დღეს შესაფერისი დროა ხელმძღვანელობასთან სასაუბრო ახალი შესაძლებლობებისა და მატერიალური საკითხების შესახებ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ქართული ეშხი“ - მარიამ შენგელიას ახალმა კადრებმა გამომწერები მონუსხა
🎥 „თუ სიგიჟეა, ბოლომდე სიგიჟე უნდა იყოს“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი