Digest Logo

დღეს მერკური თევზების ზოდიაქოში გადადის - რას მოუტანს ეს მოვლენა ადამიანებს?

1646893141
დღის პროგნოზი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 20:43-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გონების და ინტელექტის მმართველი პლანეტის – მერკურის 27 მარტამდე თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ინტუიციას, ემოციურობას და მგრძნობიარობას, სენტიმენტალიზმს და იუმორის გრძნობას, თანაგრძნობის უნარს და ქველმოქმედების სურვილს, მეორეს მხრივ, ილუზიებსა და ფანტაზიებს გააძლიერებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ფლირტისა და სასიყვარულო რომანების გასაბმელად, შეხვედრების და მოლაპარაკებების მოსაწყობად, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ. მოერიდეთ სიმძიმის აწევას და უჰაერო სივრცეში დიდხანს გაჩერებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ბრონქებს და ფილტვებს, მხრებს და ხელებს.

დღის ფერები და მინერალები – ცისფერი, კრემისფერი, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ასევე ტოპაზი, ჰელიოტროპი, საფირონი, ციტრინი და ნეფრიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატებების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ძალიან მალე პროდუქტი ისე გაძვირდება, შიმშილი დაისადგურებს…“ - პეტრე კოლხი

🔵„ასე იციან სტუმრად მოსულმა რუსებმა...“- რას წერს ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი

🔵„გამოჩნდა ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღის ჟღარუნით ემუქრება“ - მეუფე დიმიტრი