სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი AstroBlog SkyLight სტატუსს აქვეყნებს, სადაც 12 თებერვლის დღის შესახებ წერს.
მისი თქმით, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიფხიზლე და ყურადღება ნიშნების მიმართ. ნუ უგულებელყოფთ უცნაურ აზრებს, მოულოდნელ იდეებსა და მოულოდნელ გაცნობიერებებს.
„12 თებერვალი, ხუთშაბათი.
ეს დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, მთელი კვირისა და თებერვლის ერთ-ერთი საკვანძო დღეა.
მისი მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ დღეს მერკური ზუსტ შეერთებაში შედის ჩრდილოეთ კარმულ კვანძთან, რომელიც ჩვენს მომავალს უკავშირდება. ეს იშვიათი და ძალზე მნიშვნელოვანი კომბინაციაა, რომელიც ააქტიურებს კარმულ თემას. ასეთ დღეებში შემთხვევითობები პრაქტიკულად არ არსებობს.
სიტყვები, მოსმენილი ფრაზები, სიახლეები, შეთავაზებები, მიმოწერა, წერილები, თუნდაც შემთხვევითი საუბრები ტრანსპორტში - ყველაფერი შეიძლება ატარებდეს მინიშნებას იმის შესახებ, თუ სად უნდა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი.
მერკური პასუხისმგებელია ჩვენს აზროვნებაზე, ლოგიკაზე, ინფორმაციასა და კავშირებზე. ჩრდილოეთ კარმული კვანძი კი ყოველთვის მიუთითებს ზრდის მიმართულებაზე, მომავალ ვექტორზე, იმ გზაზე, სადაც ევოლუციის პროცესი გვიბიძგებს.
ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიფხიზლე და ყურადღება ნიშნების მიმართ. ნუ უგულებელყოფთ უცნაურ აზრებს, მოულოდნელ იდეებსა და მოულოდნელ გაცნობიერებებს.
დღეს შესაძლებელია საკვანძო შეხვედრები, გაცნობები და დიალოგები, რომლებიც მოგვიანებით გარდამტეხ და კარმულ მოვლენებად იქცევა.
მაშინაც კი, თუ ამ ეტაპზე ბოლომდე ვერ აცნობიერებთ, რატომ მოვიდა ეს გამოცდილება თქვენს ცხოვრებაში, მისი მნიშვნელობა შესაძლოა მოგვიანებით გავიაზროთ.
გარდა ამისა, მთვარე დღის დიდ ნაწილს ატარებს ოპტიმისტურ მშვილდოსანში, რომელიც აფართოებს ჰორიზონტებს და ქმნის ჰარმონიულ კონფიგურაციას მზესთან და ქირონთან. ეს რბილი და მხარდამჭერი განლაგებაა, რომელიც გვეხმარება საკუთარი გზის უფრო ფართოდ დანახვაში, იმის გაცნობიერებაში, თუ სად ვზღუდავდით საკუთარ თავს და სად დადგა ძველი დამოკიდებულებებისა და პროგრამების განკურნების დრო.
ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია გაცნობიერებისთვის, საკუთარი დანიშნულების გააზრებისთვის და მსოფლმხედველობის კორექტირებისთვის.
ეცადეთ დღეს მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავდეთ და ენერგია არ გაფანტოთ რუტინასა და აურზაურში.
დილიდან ჩვენზე გავლენას იქონიებს ოცდამეხუთე მთვარის დღის ენერგიები, რომლის სიმბოლოდ ითვლება კუ- მთვარის თვის ყველაზე ბრძენი და სიღრმისეული არქეტიპი.
კუ მოგვიწოდებს, ყურადღება მივაქციოთ შინაგან, სიღრმისეულ პროცესებს, რომლებიც ჩვენში მიმდინარეობს. ამ მთვარის დღის განმავლობაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შენელება, გარე აქტივობის შემცირება და საკუთარ შინაგან სივრცეში ჩაღრმავება.
სწორედ შინაგან სიჩუმეში შეიძლება დაიბადოს ყველაზე მნიშვნელოვანი მინიშნებები.
ეს შესანიშნავი დღეა დაფიქრებისთვის, მედიტაციისთვის, განმარტოებისთვის და მიღებული ინფორმაციის ანალიზისთვის.
მეგობრებო. გისურვებთ სინათლეს, სიბრძნეს და ჰარმონიას!“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა არის „თებერვლის თეორია“? - ვის ელის მტკივნეული დაშორება და ვის - მოულოდნელი სიყვარული?
🎥 „დიდი განძია ჩემთვის ეს ვიდეო“ - მალიბუ ტუღუში ემოციურ კადრებს აქვეყნებს