ცოლ-ქმრის, ლევან წვერავასა და ნინი კენჭიაშვილის დუეტი – „ლეონი“, ხალხმა მრავალფეროვანი და გამორჩეული სტილის სიმღერებით შეიყვარა.
წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელში და მათი გამოჩენა ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებს. ისინი მეორე შვილის მოლოდინში არიან.
ამჯერად, დუეტი ლეონი სოციალურ ქსელში ახალ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს და ემოციურ ტექსტს ურთავს თან.
„უფალო, მადლობა ჩემი ოჯახისთვის და მეორე სასწაულისთვის, კიდევ ერთხელ მაჩუქე დედობის ბედნიერება, კიდევ ერთხელ გამაგონე ის პატარა გულისცემა, რომელმაც ჩემი მთელი სამყარო შეცვალა.
მადლობა იმ კეთილ ადამიანებს, ვინც ჩვენი მეორე ოცნების ახდენაში, არა მხოლოდ გვერდით დაგვიდგა, არამედ საკუთარი სითბო, დრო და სიყვარული გაიმეტა.
სასწაულები ნამდვილად ხდება“, - წერს დუეტი ლეონი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა არის „თებერვლის თეორია“? - ვის ელის მტკივნეული დაშორება და ვის - მოულოდნელი სიყვარული?
⭕ლელა წურწუმია იუბილარია - როგორ ულოცავენ დაბადების დღეს მომღერალს
🎥 „დიდი განძია ჩემთვის ეს ვიდეო“ - მალიბუ ტუღუში ემოციურ კადრებს აქვეყნებს