
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მთვარეა, ამ დღის ენერგია არც ისეთი დადებითი იქნება. შესაძლოა გქონდეთ შიშები და ნეგატიური ფიქრები, ეცადეთ თავიდან აირიდოთ კონფლიქტური სიტუაციები“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა, ეზოტერიკოსმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
ვერძი - საინტერესო დღე გელოდებათ, რომელიც გაძლევთ საშუალებას კარიერული კუთხით წინ წახვიდეთ და განვითარდეთ. ეცადეთ კონფლიქტური სიტუაციები თავიდან აირიდოთ. დღის მეორე ნახევარში ბევრი დადებით სიახლე და სიურპრიზი გელოდებათ.
კურო - ეცადეთ არ გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. კარგი დღეა ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად.
ტყუპები - ეს დღე, საინტერესო შემოთავაზებას მოგიტანთ, ასვე შეიძლება დღეს მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც შემდეგ გამოგადგებათ. კარგი იქნება თავიდან აირიდოთ სტრესული გარემო და დაასვენოთ გონება.
კირჩხიბი - გაძლიერებული გექნებათ ინტუიცია, შესაბამისად შეგიძლიათ საკუთარ შეგრძნებებს მოუსმინოთ, ენდოთ და მის მიხედვით იმოქმედოთ.
ლომი - შეიძლება მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, კარგი იქნება არ იყოთ ჯიუტები და გაითვალისწინოთ სხვების რჩევები.
ქალწული - ეს დღე გაძლევთ საშუალებას გადაჭრათ რთული საკითხები. იმოქმედეთ და გადადგით ნაბიჯები.
სასწორი - შინაგანი ბალანსის აღდგენის დღეა, ეცადეთ იყოთ გახსნილები და გამოხატოთ თქვენი ფიქრები. ეცადეთ გამოიჩინოთ წინდახედულობა.
მორიელი - ეს დღე ემოციურად შეიძლება მძიმე იყოს, შეიძლება იყოს სიტუაციები, რომელიც თქვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება და ეცადეთ ამას პოზტიურად შეხედოთ.
მშვილდოსანი - საინტერესო დღე გელოდებათ, გაქვთ საშუალება დაიწყოთ ახალი საქმე, ან ჰობი. ყველაფერი რაც სიახლეს უკავშირდება ეს დღე იდეალურია ამისთვის.
თხის რქა - ნაყოფიერი დღე იქნება როგორც ფინანსური, ასევე კარიერული მიმართულებით. ეცადეთ იყოთ დაკვირვებულები და სანამ ნაბიჯს გადადგამთ დაფიქრდეთ.
მერწყული - ეს დღე ცვლილებებს მოგიტანთ და ეცადეთ ფეხი აუწოთ ამ მიმდინარე ცვლილებებს.
თევზები - იდეების გენერირების დღეა, შეგიძლიათ ახალი საქმე, ან ის რაც გინდათ რომ თქვენ ცხოვრებაში მოხდეს მოიზიდოთ, იფიქროთ და დაგეგმოთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით