
2025 წლის ზაფხულში იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა გველოდება. კერძოდ, პლანეტა სატურნი და ნეპტუნი ვერძის ნიშანში შეერთდებიან, რაც 36 წელიწადში ერთხელ ხდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, პლანეტების აღნიშნული განლაგება გლობალურ ტრანსფორმაციებს განაპირობებს და შესაბამისად, მიმდინარე წლის ზაფხული ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დიდ ცვლილებებს გამოიწვევს.
ვერძის ნიშანში პლანეტა სატურნისა და ნეპტუნის გაერთიანება გლობალური ცვლილებებისკენ გვიბიძგებს, ააქტიურებს ჩვენს სურვილებს, მიზნებს, ამსხვრევს ილუზიებს და მოვლენების რეალურად აღქმისკენ მოგვიწოდებს.
ვერძი გამბედაობასთან, სიძლიერესთან, მიზანდასახულობასთან ასოცირდება და აღნიშნულ ნიშანში პლანეტების გაერთიანება ინდივიდუალურ ინიციატივებსა და ლიდერობას ხაზს უსვამს.
ყველაფერი, რაც მოძველებული და არა საჭიროა, საბოლოოდ დაკარგავს აზრს და ადამიანებს გაუჩნდებათ სურვილი, ოცნებების ასასრულებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგან. ამ პერიოდს ახალი ეტაპის დაწყება ახასიათებს. თუმცა, ცვლილებები ნამდვილად შესამჩნევი იქნება.
ამიტომ, წინ საკმაოდ აქტიური პერიოდი გველოდება, რომელიც მნიშვნელოვან გამოცდილებას მოგვცემს და მიზნების ასრულებაში დაგვეხმარება. მთავარია, სიახლეების არ შეგვეშინდეს და ენერგია და რესურსი სწორად გამოვიყენოთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕მართლმადიდებელი სამყარო 7 აპრილს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს