Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

7 აპრილი 5:10
ამინდი

7 აპრილს ქუთაისში უნალექო დღეა, დღისით +25 და ღამით +13 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი ამინდია ოზურგეთშიც, სადაც დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმში იწვიმებს, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +25, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს, ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც იწვიმებს, +18 იქნება დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 3 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექს ელოდებიან გორშიც, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +10, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმას ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მიზანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით 18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც წვიმიანი დღეა, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მართლმადიდებელი სამყარო 7 აპრილს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

🎥 „ბავშვობაში აქტიურად ვიყავი ჩართული და ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო პროფესიულ სპორტს გავყოლოდი ...“ - ირაკლი კობახიძე

🎥 „ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ქვეყნისთვის ყოველთვის იყო მთავარი ფაქტორი...კარგად მახსოვს 2011 წლის ვითარება - ადამიანებს არანაირი იმედი არ ჰქონდათ“ - რას ჰყვება ირაკლი კობახიძე?