Digest Logo

🎥 „დიდი გამოცდა იწყება...“ - მარსი-ურანის კვადრატურა და ზოდიაქოს ნიშნების შანსები წლის ბოლომდე: მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი

1795102500
მიხეილ ცაგარელი

გადაცემა „დღის პოსტში“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა 23 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე მარსი-ურანის დაძაბულ კვადრატურაზე, ცის კაბადონზე წარმოქმნილ „დიდ ჯვარსა“ და მოახლოებული 21 დეკემბრის საკრალურ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, წინ ემოციური კონტროლის, სიფრთხილისა და მნიშვნელოვანი არჩევანის პერიოდია, თუმცა წლის ბოლომდე თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს თავისი გამორჩეული შანსები და ტენდენციები ელის:

„23 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით გვაქვს მარსი-ურანის დაძაბული კვადრატურა. არავითარი პანიკა, უნდა შეიარაღდეთ. ასეთი პრობლემური მომენტები ხშირია. გამოიჩინეთ ცოტა მეტი ყურადღება. თქვენი მოქმედება არ იყოს მოულოდნელი თვენთვისვე, გამოიწვევს კონფლიქტებს. ფრთხილად იყავით ტრანსპორტთან, საჭესთან. არ იჯირითოთ. არ აჰყვეთ ექსტრემს. ემოციურ კონტროლს მიაქციეთ ყურადღება. არ არის სასიამოვნო ასპექტი.

21 დეკემბერი არის საკრალური დღე და არ უნდა დაგვავიწყდეს. უნდა ჩამოწეროთ ახალი სურვილები, რომელიც უნდა ატაროთ 21 მარტამდე. გაზაფხულის დღე-ღამ ტოლობამდე. ილოცეთ აუცილებლად ამ დღეს. 21 დეკემბერს ადრე ემშვიდობებოდნენ ძველ წელს. განსაკუთრებით ჩაუთქვით სამი სურვილი. დეკემბრის შუა რიცხვები იქნება კარგი და დაძაბულობა იქნება ცოტა მეტი. იწყება დღეიდან ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი.

ორშაბათიდან დაიწყო „დიდი ჯვარის“ წარმოქმნა ცის კაბადონზე. ამიტომ ადამიანების ცხოვრებაში იწყება დიდი გამოცდა. უნდა გაარჩიოთ შავი და თეთრი. კარგად განსაზღვრეთ რას ამბობთ. იქნება ბრძოლა სოციუმსა და ინდივიდს შორის. ახალი წლის ღამესაც იყავით ყურადღებით“, - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.

      რა ტენდენციებია წლის ბოლომდე მოსალოდნელი ზოდიაქოს ცალკეული ნიშნისთვის:

♈ ვერძი

წლის ბოლომდე გაითვალისწინეთ საინტერესო დრო გაქვთ მგზავრობისთვის და მოგზაურობისთვის. მათ შორის კარგია ლაშქრობების პერიოდი. ასევე უცხოეთში სასწავლებლად წასვლა და უცხოელი პარტნიორების გაცნობაა მოსალოდნელი. ენებს საუკეთესოდ აითვისებთ.

♉ კურო

გიძლიერდებათ წლის ბოლომდე ინტუიცია. დაეყრდენით მას, რადგან მოგცემთ ზუსტ ინფორმაციას რაც გჭირდებათ. დაეყრდენით მას. ენაზე კბილის დაჭერას ითხოვს სამყარო თქვენგან. შესაძლოა გამოჩნდეს ახალი პარტნიორული თანამშრომლობის შესაძლებლობა.

♊ ტყუპები

გაქვტ საინტერესო პერიოდი პარტნიორული ურთიერთობებისთვის. შესაძლოა იყოს როგორც ბიზნესის, ისე სასიყვარულო თვალსაზრისით. არსებული ურთიერთობები შესაძლოა გაუმჯობესდეს. თქვენში ძლიერდება სამართლიანობის გრძნობა. 

♋ კირჩხიბი

საშუალება გაქვთ წლის ბოლომდე დაალაგოთ ყველაფერი, მათ შორის გონება და ურთიერთობები. შემდეგ ახალ წელს შეხვდით დალაგებულ მდგომარეობაში. 

♌ ლომი

ყველაზე კარგი დროა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. რომანტიკული თავგადასავლების დრო გაქვთ. შვილებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება. გემატებათ ენერგია და ჯანი. დეკემბერში კიდევ უფრო მიმზიდველი იქნებით. მიიღეთ კონკურსებსა და ლატარიებში მონაწილეობა.

♍ ქალწული

კარგი დროა მოაწესრიგოთ მემკვიდრეობითი საკითხები, ურთიერთობა გააუმჯობესოთ მშობლებთან. მათი თანადგომა მიიღეთ, რადგან დროული და კარგი იქნება. ალბათობაა ტექნიკის გაფუჭების, ეს ერთგვარ სამყაროს გამოცდად მიიღეთ.

♎ სასწორი

საუკეთესო დროა კომუნიკაციისთვის. შეხვედრები, ახალი ნაცნობობები, ახალი თანამშრომლობა და ურთიერთობები. მაქსიმალურად გამოიყენეთ დრო. სწავლისთვის საუკეთესო დროა. ასევე მგზავრობისთვის და მოგზაურობისთვის.

♏ მორიელი

ნოემბრის ბოლომდე ყველა მორიელს კარგი პერიოდი აქვს. მოაგვარეთ ყველა საქმე და პრობლემა ახლა. ახლა განხორციელებული პროექტები, მოგცემთ კარგ მატერიალურ დივიდენტებს. შესაძლოა იყოს ბონუსები და პრემიები.

♐ მშვილდოსანი

მთავარი ფავორიტი ხართ. რთული პერიოდი გიმთავრდებათ. დეკემბერი თქვენი თვეა. პარტნიორული თანამშრომლობა უმჯობესდება. საფირმო ოპტიმიზმი მიგცემთ იდეალურ შედეგებს.

♑ თხის რქა

სამყარო თქვენგანაც ითხოვს ენაზე კბილის დაჭერას. საიდუმლოს დაცვას. აქ იქნება საინტერესო ამბები, უცხოეთთან მნიშვნელოვანი კონტაქტები არის მოსალოდნელი. შესაძლოა გამოჩნდნენ ძველი ნაცნობები. ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ დრო გამოიყენოთ.

♒ მერწყული

აწი გამოცოცხლებას იწყებთ. ენერგია გემატებათ. შესაძლებლობები კარგი გაქვთ. მარწუხებისგან თავისუფლდებით. ყველა დადებითი უნარი გამოდის წინა პლანზე. მეტი კონტაქტი ინტერნეტთან. საუკეთესო დროა იმისათვის, რომ თავისუფლად იგრძნოთ თავი.

♓ თევზები

კარგი პერიოდი გაქვთ კარიერული წინსვლისთვის. შესაძლოა ბევრმა ხელმძღვანელმა შეამჩნიოს თქვენი ნიჭი. გმართებთ ორგანიზებულობა და მოთმინება. კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა გეძლევათ. პერიოდი საკმაოდ კარგია.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბავშვი კონტაქტური და ადეკვატურია, ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, მას დაზიანებები არ აღენიშნება“ - ექიმის კომენტარი ნანგრევებიდან ამოყვანილ 3 წლის თაიაზე

⭕ ფონიჭალაში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

🎥 „გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა...“ - როგორია ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

✕