დღეიდან დიდი კოსმოსური გადატვირთვა იწყება: რეტროგრადული ვენერა, რეტროგრადული მერკური და ვენერას 8-წლიანი ციკლის დასაწყისი!
ინფორმაციას და მიმდინარე პერიოდის შესახებ ვრცელ პროგნოზს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი აქვეყნებს:
„ასტროლოგიაში იშვიათად დგება მომენტი, როდესაც ცნობიერების ორი უმთავრესი პერსონალური ფილტრი:
ვენერა {როგორ ვგრძნობთ, გვიყვარს, ვაფასებთ და ვმართავთ რესურსებს} და ☿️ მერკური {როგორ ვაზროვნებთ, ვამუშავებთ ინფორმაციას, ვსაუბრობთ და ვამყარებთ კავშირებს}, ერთდროულად იწყებს უკუსვლით მოძრაობას, ხოლო ამ პროცესის ეპიცენტრში ირთვება კოსმოსის ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური მოვლენა.
ვენერას ქვედა შეერთება მზესთან, ასე ვთქვათ „ახალ ვენერობა“ და მისი 8-წლიანი საკრალური ციკლის განახლება.
ეს არის კოლექტიური „დროის მანქანა“.
პერიოდი, როდესაც გარე სამყაროსთან ზედაპირული კომუნიკაცია და ძველი სოციალური თამაშები იბლოკება, რათა იძულებით მივუბრუნდეთ საკუთარ შინაგან ბირთვს.
ვნახოთ როგორ მუშაობს ეს პროცესი:
პლანეტა უკუსვლით ფაზაში შესვლამდე ანელებს სვლას სტაციონარულობამდე, შემდეგ ბრუნდება უკან და გადის იმავე გზას, რომელიც ბოლო პერიოდში გაიარა, ხოლო რეტროგრადულობის დასრულებისას ისევ ჩერდება და იწყებს დირექტულ მოძრაობას.
ეს ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე ზოდიაქალურ გრადუსებს პლანეტა სრულ ციკლში სამჯერ კვეთს.
ეზოტერული გაგებით, ეს არის წარსულში დაბრუნება. ცხოვრების ეს მოკლე მონაკვეთი გვეძლევა საკორექციოდ, ანუ ჩვენ გვაქვს შანსი შევცვალოთ წარსული, რათა შევცვალოთ რეალობა და მომავალი.
ამ დროს იცვლება თამაშის წესები, გარე გარემოებები, კანონები და შეთანხმებები. ყველაფერი სხვაგვარად ყალიბდება, თუმცა საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამიტომ ამ პერიოდში მიღებული სპონტანური გადაწყვეტილებები, როგორც წესი, არაადეკვატური და მცდარია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხება ძველი, დაუსრულებელ წრეზე მბრუნავი საკითხების საბოლოო ჩახურვას.
ოკულტურ ასტროლოგიაში მერკური (ჰერმესი) და ვენერა (აფროდიტე) ერთადერთი არიან პირად პლანეტებს შორის, რომელთაც შეუძლიათ მზის (ჩვენი შეგნებული „მე“-ს) წინ და უკან მოძრაობა. როდესაც ორივე პლანეტა უკუსვლით მოძრაობს, ირთვება ღრმა მითოლოგიური შრეები:
ჰერმესი როგორც ფსიქოპომპი:
მაცნე, შუამავალი, მომრიგებელი, მოხერხებული და სწრაფი მერკური ჩვენი გონებაა, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ადამიანის ბუნებასთან. მას შეუძლია შეარიგოს მოსისხლე მტრები ან შუღლი ჩამოაგდოს განუყრელ მეგობრებში. უკუსვლისას ის წყვეტს ყოველდღიური ლოგიკით მოქმედებას და ხდება სულების მეგზური ქვეცნობიერის სიღრმეებში: იწყებს ინტუიციის, მეტაფორების, სიზმრებისა და ფარული შიშების ენაზე საუბარს.
აფროდიტეს ჩასვლა მიწისქვეშეთში (სატელევიზიო ეთერით მოგიყევით, იშთარის მითი):
სიყვარულისა და ფასეულობების ქალღმერთი გადის ქვესკნელის შვიდ კარიბჭეს, სადაც რიგ-რიგობით იხდის ყველა სამკაულს, ტიტულსა და ილუზიას, რათა შიშველი წარდგეს საკუთარი ჩრდილის წინაშე. ვენერა უკუსვლისას უახლოვდება მზეს, შესაბამისად, ყველაფერი, რაც აქამდე გაურკვეველი იყო ან შორეულ პერსპექტივებზე გვქონდა გადადებული, სააშკარაოზე გამოვა. ეს პროცესი შესაძლოა მტკივნეული იყოს, თუმცა მოაქვს აუცილებელი სიცხადე.
ამ ორი არქეტიპის ერთდროული უკუსვლა იწვევს ძველი მენტალური ბლოკებისა და ემოციური მიჯაჭვულობების დაშლას, რათა ჭეშმარიტმა თვითღირებულებამ გაიღვიძოს.
ვენერასა და მზის ზუსტ შეერთებას ეწოდება ვენერას ქვედა შეერთება. ეს არის ანალოგი იმისა, რაც მთვარისთვის არის ახალმთვარეობა, ამიტომ ეზოტერულ ასტროლოგიაში მას უწოდებენ „ვენერას ახალმთვარეობას“.
შეერთების ზუსტ მომენტში ვენერა შედის მზის ბირთვში. მზის ალი წვავს მის ძველ ფორმას, ძველ მიჯაჭვულობებს, სურვილებს და აღადგენს მას სუფთა სახით.
ამ წერტილამდე ვენერა იყო „ჰესპერუსი“ (საღამოს ვარსკვლავი, რომელიც მზის ჩასვლის შემდეგ ჩანს). მზესთან შეერთების შემდეგ ის იბადება ხელახლა, როგორც „ფოსფოროსი“
დილის მაცნე, ცისკრის ვარსკვლავი, რომელიც მზის ამოსვლამდე ანათებს ცაზე.
ვენერას 8-წლიანი ციკლი წმინდა გეომეტრიის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი ფენომენია სამყაროში:
დედამიწის 8 წელი თითქმის წამობრივი სიზუსტით უდრის ვენერას 13 გარემოქცევას მზის გარშემო.
ყოველ 8 წელიწადში ერთხელ რეტროგრადული ვენერა მზეს ზუსტად ხუთჯერ უერთდება ზოდიაქოს 5 სხვადასხვა წერტილში. თუ ამ ხუთ წერტილს ზოდიაქალურ წრეზე ხაზებით შევაერთებთ, იქმნება სრულყოფილი ხუთქიმიანი ვარსკვლავი (პენტაგრამა) ანუ „ვენერას ვარდი“.
შეფარდება 8/13 და 5/8 ზუსტად შეესაბამება ფიბონაჩის, ოქროს კვეთის პროპორციას (1.618).
რას ნიშნავს ეს პირად ცხოვრებაში?
ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე შეერთების თემები (სიყვარული, პარტნიორობა, თვითღირებულება, ფინანსური საკითხები, მსხვილი კონტრაქტები) არის 8-წლიანი კარმული სპირალის გაგრძელება:
გაიხსენეთ რა ხდებოდა 8 წლის წინ: სწორედ მაშინ გადიოდა რეტროგრადული ვენერა ამავე გრადუსებს და ზუსტად იმავე წერტილში შეუერთდა მზეს.
გაიხსენეთ პერიოდი 16 წლის წინ: წინა 8-წლიანი ციკლის საწყისი წერტილი.
მზისა და ვენერას შეერთებისას ძველი 8-წლიანი ემოციური და ფინანსური პროგრამა იხურება, იწვება მზის ცენტრში და ითესება სრულიად ახალი 8-წლიანი ციკლის მარცვალი.
როდესაც ვენერა და მერკური ერთდროულად რეტროგრადულია, აზროვნება ვეღარ ეხმარება გრძნობებს, ხოლო გრძნობები ვეღარ ენდობა ცივ ლოგიკას. ძველი მანიპულაციებითა და ტკბილი დაპირებებით სიტუაციის შენიღბვა შეუძლებელი ხდება, სიტყვებსა (მერკური) და რეალურ ფასეულობებს (ვენერა) შორის უფსკრული ღრმავდება.
ეკონომიკაში ვენერა მართავს ფულად ღირებულებას, ხოლო მერკური, კომერციას, ხელშეკრულებებსა და ლოჯისტიკას. მათი თანხვედრა იწვევს ბაზრებზე მოულოდნელ რყევებს, კონტრაქტების იძულებით გადახედვას და ძველი ფინანსური ვალდებულებების ამოტივტივებას.
ურთიერთობებში ამ დროს ნებისმიერი მცდელობა, „საბოლოოდ გაირკვეს ურთიერთობა“ ან დაიწყოს ცხარე დისკუსია წერილობით, განწირულია კრახისთვის, რადგან აღქმა დამახინჯებულია, ემოციური მუხტი კი ზედმეტად მძაფრი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ ვიცი, ასაკის ბრალია თუ ლუდის“ - რას ამბობს მაკა ძაგანია წონის ცვლილებაზე?
⭕ წონის დასაკლებად სასარგებლო 10 პროდუქტი - რა უნდა შეიტანოთ ყოველდღიურ რაციონში?