Digest Logo

„დილით მიიღე უფრო ხანგრძლივი შხაპი, დადექი წყლის ქვეშ და მიეცი საშუალება „ჩამორეცხოს“ შენი მდგომარეობა“ - 20 აპრილის ენერგიები

1776673122
თაკო მელიქიშვილი

20 აპრილი ენერგიები 2 • 7 • 9

დღეს შეიძლება ემოციურად არასტაბილური დღე იყოს.

ეს ენერგიები თავადვე უკავშირდება ემოციებს, სიღრმეს და შინაგან მერყეობას. ნული კი ყველაფერს აძლიერებს. შეიძლება გაჩნდეს სურვილი რაღაც დაასრულო, დახურო ან სწრაფად გადაწყვიტო, განსაკუთრებით ურთიერთობებში.

❌ ნეგატიურ მხარეში ჩნდება სიჯიუტე.

შეიძლება გეგონოს, რომ შენი აზრი ერთადერთია, თუმცა დიდი შანსია, ბოლომდე არ გქონდეს გააზრებული სიტუაცია და უბრალოდ დილიდან მიღებულ შეგრძნებაზე იდგე.

მარტივად შეიძლება კრიზისის შექმნა.

სიტყვები უფრო მტკივნეული ხდება, რეაქციები უფრო მკვეთრი. შეიძლება წამში დაანგრიო ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში შენდებოდა.

✅ მაგრამ პოზიტიურ მხარეში ეს დღე სიმართლის დღეა.

თუ რამე გაწუხებს ნუ დაიტოვებ საკუთარ თავში:

იკითხე.

დააზუსტე.

გააზიარე.

თუ გყავს საყვარელი ადამიანი:

— არ აუწიო ხმას
— არ ეცადო დამტკიცებას
— არ მოახდინო ზეწოლა

✅ ჯობია:

ჩახუტება, შეხება, რბილი საუბარი
დღეს სითბოთი უფრო მეტის მიღწევაა შესაძლებელი, ვიდრე სიტყვებით

დღის პრაქტიკა 5 ჩახუტება

თითოეული დაახლოებით 1,5 წუთი.
დიახ, შეგიძლია ტაიმერიც დააყენო.

თუ მარტო ხარ:

დილით მიიღე უფრო ხანგრძლივი შხაპი
დადექი წყლის ქვეშ და მიეცი საშუალება „ჩამორეცხოს“ შენი მდგომარეობა
დღეს ეს ნამდვილად მუშაობს

დალიე მეტი წყალი

და თუ შეგიძლია, მისცე სხეულს მოდუნების საშუალება მასაჟი, სიჩუმე, შენელება
მთავარი დღეს ნუ იმოქმედებ ემოციების იმპულსით.

შეიძლება ძლიერად გრძნობდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც გრძნობ, რეალობას შეესაბამება.
გაუფრთხილდი საკუთარ თავს და შენს ენერგიას.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ბევრი რამ ვცადე და საბოლოოდ მივაგენი“ - სამი პროდუქტი სახის კანის მოვლისთვის, რომელსაც ლელა წურწუმია იყენებს

⭕„დღევანდელ მოქმედებებს შეიძლება გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს“ - 20 აპრილის ასტროპროგნოზი

⭕რა ხდებოდა გვიან ღამით ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც ნიკოლოზ მაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს