🔥 30 ივნისს იუპიტერი 1 წლით ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადადის!
🎯 ძველ ასტროლოგიაში იუპიტერი სიმდიდრისა და ოქროს უზენაესი მმართველია, ხოლო ლომს თავად მზე მართავს. წარმოიდგინე, რა ძალა იღვიძებს შენში, როდესაც დიდი სიმდიდრის პლანეტა მზის ცეცხლოვან ტახტზე მოკალათდება!
დროა მოიშორო მოკრძალება - სამყარო გამზადებს დიდებული ამბებისთვის!
🔱✨ 🦁✨ ძველ, კლასიკურ ასტროლოგიაში იუპიტერი მიიჩნეოდა არა უბრალოდ აბსტრაქტული იღბლის, არამედ დიდი სიმდიდრის, რეალური მატერიალური კეთილდღეობისა და ოქროს პლანეტად. როდესაც ეს კოსმიური გიგანტი ლომის ნიშანში გადადის, ის უნიკალურ, მონარქიულ ენერგეტიკულ სინთეზს ქმნის.
მოდი, შევაჯეროთ ამ ორი უმძლავრესი ძალის ბუნება, რათა დავინახოთ, რას გვთავაზობს სამყარო მომდევნო ერთი წლის განმავლობაში:
☀️ ლომის ნიშნის მმართველი თავად მზეა, სამყაროს ცენტრი, სინათლის, სიცოცხლის, ეგოსა და უმაღლესი თვითგამოხატვის წყარო. როდესაც იუპიტერი, გაფართოების, გულუხვობისა და მატერიალური დოვლათის პლანეტა, სტუმრობსბ მზის პირმშოს, მათი ბუნება ერთმანეთს ამრავლებს:
🫴 მზის ბუნება არის გამოანათოს, რათა დაინახონ და დაიკავოს ცენტრალური პოზიცია.
🫴 იუპიტერის ბუნება არის გაზარდოს ყველაფერი, რასაც კი ეხება. ამ ორის შერწყმა ნიშნავს, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მატერიალური კეთილდღეობა და ფინანსური ნაკადები პირდაპირპროპორციული იქნება იმისა, თუ რამდენად ხილვადი ხარ სოციუმში.
სიმდიდრე ახლა მოდის იმიჯზე, ავტორიტეტზე, პირად ბრენდსა და საკუთარი თავის ძვირადღირებულ, მეფურ შეფუთვაზე.
🦁 ლომის სიმბოლიკა: ლომი ანტიკურ ხანაში ყოველთვის იყო ღვთიური სამეფო ხელისუფლების, ხელშეუხებლობისა და მზის მიწიერი განსახიერება.
🫴 ფაფარი: ლომის ფაფარი სიმბოლურად მზის სხივებსა და ოქროს გვირგვინს ასახავს.
🫴 ტახტის მცველი: ტაძრებისა და სამეფო სასახლეების შესასვლელებს ყოველთვის ლომის ქანდაკებები იცავდნენ, როგორც სიმბოლო უზენაესი ძალაუფლებისა და მატერიალური სიმდიდრის დაცვისა. იუპიტერი ლომში მიანიშნებს, შენი ფინანსური „ტახტი“ უკვე მზად არის, მაგრამ მასზე ასასვლელად უნდა შეიძინო ლომის თვისებები: კეთილშობილება, მასშტაბური ხედვა, შინაგანი ღირსების განცდა და გულუხვობა.
💫 ამ ერთი წლის განმავლობაში შენი იღბლიანობისა და მატერიალური კეთილდღეობის თილისმად ატარე ვარსკვლავის სიმბოლო!
🔮 პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის:
♈ ვერძი: სიმდიდრე შემოვა თქვენი საავტორო იდეებიდან, აზარტული და თამამი პროექტებიდან. თქვენი შემოქმედება ხდება თქვენი მთავარი განძი.
♉ კურო: მატერიალური კეთილდღეობა და იუპიტერიანული სიმდიდრე ააქტიურებს თქვენს ოჯახურ და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული თემებს. დროა შექმნათ თქვენი პირადი, მდიდრული „სამეფო ციხესიმაგრე“.
♊ ტყუპები: სიმდიდრის კოდი აქტიურდება ინფორმაციის, მედიისა და კავშირების საშუალებით . თქვენი სიტყვა და იდეები მიიღებენ მზისებრ ნათებას და ძვირად გაიყიდება.
♋ კირჩხიბი: პირდაპირი "„შეტევა“ სიმდიდრისა და რესურსების მე-2 სახლში! ძველი ასტროლოგიის მიხედვით, ეს არის უმძლავრესი ფინანსური შემოდინების წელი. გაზარდეთ თვითშეფასება, რომ ოქროს ნაკადი დაიტიოთ.
♌ ლომი: იუპიტერი თქვენს პირველ სახლშია! თქვენ თავად ხართ სიმდიდრისა და იღბლის მაგნიტი, თქვენ ხართ მზის სხივებში. შეცვალეთ იმიჯი, დაიდგით თავზე გვირგვინი და სამყარო თქვენს ფერხთით იქნება!
♍ ქალწული: მატერიალური დოვლათი მოდის ფარული, იდუმალი, ინტუიციური ან საერთაშორისო პროექტებიდან. თქვენი შინაგანი მზე ჩრდილში ემზადება დიდებული ცვლილებებისთვის, რომელიც აგვისტოში გამოვლინდება.
♎ სასწორი: ფინანსური გაფართოება გავლენიანი მფარველებისა და დიდი სოციალური ჯგუფებისგან. თქვენი ლომისეული ამბიციები რეალიზდება დიდი აუდიტორიის წინაშე.
♏ მორიელი: კარიერული ტრიუმფი და უმაღლესი სტატუსი. იუპიტერი და მზე ერთად ანათებენ თქვენს პროფესიულ ოლიმპს. დროა დაიკავოთ მმართველის პოზიცია და შეეჭიდოთ ამბიციურ პროექტებს!
♐ მშვილდოსანი: თქვენი მმართველი იუპიტერი მე-9 სახლში, მზის სტიქიაშია. სიმდიდრე მოდის მასშტაბური, გლობალური, საერთაშორისო პროექტებიდან, სწავლებიდან და ავტორიტეტის განმტკიცებიდან. უცხოეთს მიაქციეთ ყურადღება!
♑ თხის რქა: დიდი ფინანსური ტრანსფორმაცია. წარმატება გელოდებათ ინვესტიციებში, მსხვილ ბიზნესსა და სხვისი კაპიტალის მართვაში. თქვენი სტრატეგია ოქროდ იქცევა.
♒ მერწყული: ელიტარული, ძვირად ღირებული კონტრაქტები და პარტნიორობა. თქვენს ცხოვრებაში შემოდიან „ლომის“ ბუნების მქონე ძლიერი, მდიდარი პარტნიორები, რომლებსაც ახალ სიმაღლეზე აჰყავხართ.
♓ თევზები: თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და ყოველდღიური შრომის აქტუალიზაცია. ახალი ინსტრუმენტები და სტრატეგია მოგიტანთ სტაბილურ მატერიალურ კეთილდღეობას და გავლენას. სამედიცინო სექტორი და ცხოველებთან დაკავშირებული თემები საქმიანობისთვის წარმატებულია!
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕„საოცარი გოგო... უსექსუალურესი“ - ალექსანდრა პაიჭაძის ახალი ფოტოები სოცქსელიდან
⭕კრიზისული ურთიერთობების მართვა ოჯახში, როგორც ორგანიზაციის მცირე მოდელში - ფსიქოთერაპევტის სტატია