Digest Logo

„დროა, თამამად იმოქმედოთ!...“ - 6 ოქტომბრის ენერგიები

1791263004
დღის ენერგიები

6 ოქტომბერი დღე, როცა თქვენი სილამაზე წარმატების კარს გაგიღებთ!

ჩემო ძვირფასებო, ცხოვრება მშვენიერია, დღის ენერგიები კი: 6 • 8 • 5! დღეს თითქმის ყველაფერი გამოგივათ, თუმცა წარმატების 90% თქვენს გარეგნობასა და თავდაჯერებულობაზე იქნება დამოკიდებული.

🪞 როცა სარკეს ჩაუვლით, შეხედეთ საკუთარ თავს და გაიფიქრეთ: „ღმერთო, საკუთარი თავი ისე მომწონს, რომ ჩახუტება მინდა!“ თქვენ ულამაზესი ხართ, მილიონად ფასობთ, ღვთის საყვარელი შვილი ხართ და ბედნიერებისთვის, სიყვარულისთვის, წარმატებისა და სიუხვისთვის დაიბადეთ!

💼 რვიანის მისიით დღეს მუშაობაც მოგიწევთ. თუმცა საქმის შედეგებიც იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად თავდაჯერებულად გრძნობთ თავს და რა შთაბეჭდილებას უქმნით გარშემომყოფებს.

💄 ამიტომ მომზადებას დრო არ დავაკლოთ! დღეს სპორტულ კოსტიუმებს, დაუდევარ ვარცხნილობასა და პრინციპს “ასეც წავა“ — დავემშვიდობოთ. ჩაიცვით თქვენი საყვარელი სამოსი, გაიკეთეთ ვარცხნილობა და მაკიაჟი, შემდეგ კი საკუთარი სილამაზით აივსეთ!

⏰ სამსახურში ნახევარი საათით დაგვიანებაც რომ მოგიწიოთ, ნუ ინერვიულებთ. დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია სახლიდან იმ განწყობით გახვიდეთ, რომ ყველაზე ლამაზი, წარმატებული და საუკეთესოს ღირსი ხართ!

☕️ გზად აუცილებლად იყიდეთ თქვენი საყვარელი გემრიელი ყავა. მიაყოლეთ ნამცხვარი, კანფეტი ან ნებისმიერი ტკბილეული, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ. დღეს საკუთარი თავი უნდა გაანებივროთ!

🚀 ხუთიანის რეალიზაციით შეიძლება საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ. შეძლებთ იმ საკითხის მოგვარებას, რომელიც დიდი ხანია შეფერხებულია, სასურველის მიღწევას და თქვენთვის მნიშვნელოვანი საქმეების გაფართოებას.

💎 რვიანის მისიით ბედი წინსვლაში დაგეხმარებათ. საქმეები, რომლებიც ადრე ჭიანურდებოდა და ვერაფრით გვარდებოდა, დღეს შეიძლება მარტივად, სწრაფად და თქვენთვის სასიკეთოდ დაიძრას.

🔥 ეს წარმატების დღეა — დროა თამამად იმოქმედოთ! თქვენი მთავარი მოკავშირეები კი სილამაზე, შთამბეჭდავი გარეგნობა და საკუთარი თავის ურყევი რწმენა იქნება.

❤️ იყავით ყველაზე ბედნიერები, საყვარლები, მდიდრები და წარმატებულები! და რაც მთავარია დღეს აუცილებლად მოიწესრიგეთ თავი და ლამაზად ჩაიცვით!

წყარო: თაკო მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ძილი ორკესტრის ჟღერადობას ჰგავს“ - გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია ჩაძინების ნეიროფიზიოლოგიურ საიდუმლოებებს განმარტავს

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕„უსაყვარლესი გოგოა“ - ნინო ჩხეიძე ევა ბუთიაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

✕