16 ნოემბერს, შაბათს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა, სავსემთვარეობა გვაქვს, რომელიც მზის და მთვარის ენერგიების შეერთებას გულისხმობს, ეს კი კუროს ზოდიაქოში მოხდება.
აღნიშნული მოვლენის შესახებ ასტროლოგმა ანა ჯალაღონიამ ვიდეომიმართვაში ისაუბრა და ჩამოთვალა შედეგები, რასაც ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს სავსემთვარეობა მოუტანს:
ვერძი - სასწორის ღერძს გაგიაქტიურდებათ მეორე და მერვე სახლი, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული. ეცადეთ, მოერიდოთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს. კარგი პერიოდია ვალების დასაბრუნებლად. ნუ აიღებთ ვალს, ფრთხილად იყავით.
კურო, მორიელის ღერძს რაც შეეხება - გააქტიურდება პირველი და მე-7 სახლის თემები, პარტნიორული ურთიერთობები, რადიკალური ცვლილებები, დაპირისპირების და კამათის ალბათობა იქნება მაღალი. გამოიყენეთ პერიოდი თქვენს სასიკეთოდ.
მორიელები განსაკუთრებით გაუფრთხილდით ხელის შემშლელ სიტუაციებს პარტნიორებისგან, შეგიქმნიან დაძაბულ გარემოს. კუროებმა კი ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას.
ტყუპები, მშვილდოსნების ღერძი ჯანმრთელობის საკითხებზე იქნება, ასევე საყოფაცხოვრებო და სამსახურებრივ საკითხებზე ორიენტირებული. ემოციურ დონეზე მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, მშვილდოსნებო. ძალიან მაღალია შიშების, შფოთვების, დეპრესიის ალბათობა.
კირჩხიბი, თხის რქა - თქვენთან იქნება მეხუთე, მეთერთმეტე სახლის საკითხები, ანუ მეგობრებთან, თანამოაზრეებთან ცვლილებები. ეს ცვლილებები შეიძლება სასიკეთოდ გამოიყენოთ. კარგი იქნება სასიყვარულო ურთიერთობისთვის, განსაკუთრებით თხის რქისთვის.
რაც შეეხება ლომი, მერწყული - აქტიური იქნება სახლი და სამსახური. კამათის და დაპირისპირების ალბათობა მაღალია, თანამშრომლებთან, კოლეგებთან, ამიტომ აკონტროლეთ სიტყვები. მოულოდნელად შეიძლება გაგათავისუფლონ სამსახურიდან. თუ ფიქრობთ, რომ რაღაც სიტუაციები უნდა დასრულდეს, მაშინ დაასრულეთ.
ქალწული, თევზები - მესამე, მეცხრე სახლი აქტიურდება, სწავლის თემები, სიახლეები, გაფართოება, შეცვლა, კომუნიკაცია, მეგობრები, თანამოაზრეები - ბევრი რამ შეიცვლება. პარტნიორული ურთიერთობებისთვის შეგიძლიათ ცვლილებები დაგეგმოთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თბილისში, პირველ სამშობიარო კლინიკაში ჩვილი დაიღუპა
⭕„უფალმა დაგლოცოთ, იცოცხლეთ“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ ფოტოებს გვიზიარებს