16 ნოემბერს, შაბათს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა, სავსემთვარეობა გვაქვს, რომელიც მზის და მთვარის ენერგიების შეერთებას გულისხმობს, ეს კი კუროს ზოდიაქოში მოხდება.
აღნიშნული მოვლენის შესახებ ასტროლოგმა ანა ჯალაღონიამ ვიდეომიმართვაში ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა:
„16 ნოემბერს თბილისის დროით 06:28 სთ-ზე გვაქვს ძალიან საინტერესო სავსემთვარეობა. უნდა ველოდოთ ცვლილებებს, რადგან მთვარე უერთდება ურანს, კუროს ზოდიაქოს ნიშანში. ეს მიგვანიშნებს რადიკალურობაზე, რაღაც ისეთის დასრულებაზე, რაც უკვე დრომოჭმული იყო.
ზოგიერთისთვის მტკივნეული პერიოდი იქნება, მაგრამ საბოლოოდ პერიოდი ძალიან კარგ შედეგზე გაგიყვანთ, რადგან თავისუფლდება ადგილი, რაც თქვენს საჭიროებას მოითხოვდა.
თქვენი ყურადღება საჭირო იქნება ურთიერთობებზე, ფინანსებზე, საყოფაცხოვრებო საკითხებზე. სავსემთვარეობის წინა და მომდევნო პერიოდებში მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული არაფერი დაგეგმოთ, პირიქით დაასრულეთ!
მოერიდეთ კამათს, რადიკალურ ცვლილებებს. ემოციური ფონი ძალიან მაღალია“, - ამბობს ანა ჯალაღონია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თბილისში, პირველ სამშობიარო კლინიკაში ჩვილი დაიღუპა
⭕„უფალმა დაგლოცოთ, იცოცხლეთ“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ ფოტოებს გვიზიარებს
⭕„შენი სილამაზე, შენი შინაგანი სამყაროდან მოდის“ - ნინი ქარსელაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს