„13 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით ცაზე მუშაობს მარსისა და სატურნის ოპოზიცია, რომლის პიკი 20 ივლისს მოუწევს. 17-ში 22:31 თბილისის დროით კირჩხიბის 25* ახალმთვარეობა, რაღაც ახლის და ძალზე მნიშვნელოვანის დასაწყისი იქნება“, - ამის შესახებ ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ წინ რთული კვირა გველოდება.
„ძალზე რთული კვირა გველის წინ.
უამრავი საკვანძო ასპექტებით, ცვლილებებით, მარცხებით, შესაძლებლობებით და გამარჯვებებით, გააჩნია, თუ რას როგორ გამოვიყენებთ.
13 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით ცაზე მუშაობს მარსისა და სატურნის ოპოზიცია, რომლის პიკი 20 ივლისს მოუწევს.
მარსი, პირადი პლანეტა, წინააღმდეგობაში მოდის სოციალურ პლანეტა სატურნთან. რაც გულისხმობს რომ ამ პერიოდში ჩვენი აქტივობები აწყდება წინაღობებს, შეზღუდვებს, აკრძალვებს წამოსულს სოციუმში გაბატონებული ხედვებიდან, ჩვენზე ასაკით ან თანამდებობით( სოციალური სტატუსით) უფროსი ადამიანებიდან. სატურნი თრგუნავს ჩვენი მოქმედების შესაძლებლობებს, ან სულ მცირე- გვივიწროვებს ამ ქმედებების არეალს.
ოპოზიციის ასპექტი უმეტეს წილად არჩევანის წინაშე გვაყენებს ხოლმე და გვაიძულებს რაღაცები დავთმოთ.
ზოგჯერ ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები. ზოგჯერ კი გამძაფრებული უმწეობის შეგრძნება, როდესაც გინდა რაღაც გააკეთო, მაგრამ არაფერი გამოდის. ამ დროს საჭიროა მოთმინება და შინაგანი ენერგიია აკუმულაცია, რადგან 20 რიცხვიდან ასპექტი კლებაზე წავა და თანდათან მოგვეცემა საშუალება სწორი და კონსტრუქციული ნაბიჯები გადავდგათ. მანამდე კი უნდა მოხდეს ანალიზი, განჭვრეტა იმისა, თუ რა იქნება ამ შემთხვევეში უფრო მართებული და სწორი არჩევანი.
17-ში 22:31 თბილისის დროით კირჩხიბის 25* ახალმთვარეობა, რაღაც ახლის და ძალზე მნიშვნელოვანის დასაწყისი იქნება. ახალმთვარეობის წერტილის ოპოზიცია პლუტონთან ქმნის საკმაოდ დაძაბულ ენერგეტიკას. აქ შესაძლოა იყოს ძალადობაც, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი, მანიპულატორული ხასიათის, ასევე სამყაროსაგან მინიშნება, რომ დროა შევიცვალოთ, დავთმოთ ძველი და ავირჩიოთ ახალი.
განმუხტვა ამ რთული სიტუაციისა ხდება ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტით. ანუ შეგვიძლია დავკავდეთ მედიტაციებით, ლოცვებით, სულიერი პრაქტიკებით, ხელოვნებაში გავიტანოთ ჩვენი ემოციები; ერთადერთი რასაც არ გირჩევთ, ეს ვარდისფერი სათვალე, ილუზიები და თვითმოტყუებაა.
არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ახლა გავდივართ(16-17-18 ივლისი) დაბნელებების შუაწერტილს, რაც კიდევ უფრო ფატალურს ხდის ამ პერიოდში მომხდარ მოვლენებს. რაც ახლა მოხდება, საფუძველს ჩაუყრის მომავლისათვის ძალზე მნიშვნელოვან ამბებს. მით უმეტეს რომ 17-ში გვაინ ღამით კარმული კვანძებიც იცვლიან პოზიციას და ვერძი- სასწორის ღერძზე გადადიან.
პლუს ვენერა უკვე შემობრუნებისათვის ემზადება და ვენერიანულ საკითხებში ახალი გაიყინება, ძველი თემები კი გააქტიურდებიან. ვინაიდან და რადგანაც აღმავალი ( მომავლის ) კვანძი ვერძში იქნება, ხოლო დაღმავალი სასწორში, გამოდის რომ სწორი, პოზიტიური მომავლისათვის ახლა ( და მომდევნო წელიწადნახევარიც) უფრო საკუთარი ინტერესების დაცვა იქნება გამართლებული, ვიდრე პარტნიორზე '' ჩამოკიდება''.
მომდევნო კვირა გაცილებით უფრო იოლი იქნება. მით უმეტეს თუ ახლა და აქ სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „თავს დაესხა ჰოლანდიელ ტურისტებს და მათ გადარჩენილ ძაღლს“ - რა ინფორმაცია ვრცელდება მესტიიდან