ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ნოემბრის თვეზე საუბრობს და ამბობს, რომ ის მარტივად გასავლელი ნამდვილად არ იქნება.
მისი თქმით, შემოდგომის ბოლო თვის დასაწყისში დაძაბულობა და არასტაბილურობა მოიმატებს, რასაც დაემატება შესაძლო ინფექციურ-ვირუსული აფეთქებები. ასევე, არანაკლებ დისჰარმონიულია პერიოდი პირადი და საქმიანი ურთიერთობებისთვისაც. გაუგებრობები და ორაზროვანი სიტუაციები უარყოფითად აისახება არა მარტო სასიყვარულო და საოჯახო, არამედ ბიზნესკავშირებზეც და ზიანს მოუტანს სტაბილურობას. ხოლო, თუ როგორ განვვლოთ ეს თვე მშვიდად და დანაკარგების გარეშე, როდიდან დგება ასტროლოგიურად ჰარმონიული პერიოდი და რა უნდა გავითვალისწინოთ კონკრეტულ დროს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
– როდიდან არის სავარაუდო სიტუაციის დასტაბილურება-დამშვიდება?
– მეტად მშვიდი აღმოჩნდება 12-იდან 20 ნოემბრამდე დროის მონაკვეთი. ამ დროს, შესაძლებელი იქნება, რთულ პერიოდში გამოლეული ძალების აღსადგენად აუცილებელი ახალი შესაძლებლობებისა და რესურსების აღმოჩენა. 8 რიცხვიდან პლანეტა ვენერა შეაბიჯებს თავის სახლში – სასწორის ზოდიაქოში. 10 ნოემბრიდან პლანეტა მერკური დატოვებს მორიელის ზოდიაქოს. საბოლოოდ კი, დედამიწის ბიოსფეროს ნეგატიურ მდგომარეობას დაბლოკავს მზე, რომელიც 13 ნოემბრიდან დაასრულებს მორიელის ნიშანში ახალმთვარეობასთან და პლანეტა ურანთან ჭიდილს. ამ, ასე თუ ისე, პოზიტიურ პერიოდში გაადვილდება ადრე წარმოქმნილი კონფლიქტების დარეგულირება, უთანხმოებების განეიტრალება. გარდა ამისა, ყველას გაუძლიერდება ინტუიცია, რომლის კარნახით მოქმედება ხშირად რაციონალურ აზროვნებაზე მეტად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს.
– თვის შუა რიცხვებიდან სტაბილური პერიოდი იწყება?
– დიახ, 16 ნოემბრიდან პლანეტების ძლიერი დადებითი ვიბრაციები საშუალებას მოგვცემს, ვიგრძნოთ აღმაფრენა, გამოვავლინოთ საუკეთესო თვისებები, ნიჭი და უნარები. ამ მხრივ, ყველაზე წარმატებული 17-20 რიცხვის შუალედია, როდესაც შესაძლებელი იქნება როგორც პირად და საქმიან, ისე საზოგადოებრივ, საერთაშორისო და სამხედრო-პოლიტიკურ არენაზე რიგი შეთანხმებების მიღწევა. ამ დროს გაფორმებული ხელშეკრულებები და ხელმოწერილი საბუთები სასიკეთო შედეგს გამოიღებს, რადგან ყველა მხარე პასუხისმგებლობით მიუდგება საკითხებს და შეასრულებს თავის დაპირებას.
– და ამგვარი დადებითი ტენდენცია ნოემბრის თვის ბოლომდე გაგრძელდება?
– ამგვარი დადებითი ტენდენციები და პერიოდი 25 რიცხვამდე გაგრძელდება. 25 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე დროის მონაკვეთში კი კვლავ იჩენს თავს არასასიამოვნო ტენდენციები. თუმცა, ამჯერად მათი ნეგატიური ძალა შესუსტებული იქნება და ნაკლებ ზიანს გამოიწვევს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵კვიპროსში ავარიას ახალგაზრდა ქართველი კაცი ემსხვერპლა
წყარო: tbiliselebi.ge