„პარასკევი, 15 მაისი - მშვიდი მინიშნებები დღისთვის“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი აქვეყნებს:
„დღეს ის დღეა, როცა მნიშვნელოვანია არ დაელოდოთ, როდის მოგცემთ ვინმე ნებართვას, შეგამჩნევთ ან გიბიძგებთ. სიმართლე რომ ვთქვათ - დღეს ძალიან ბევრი რამ სწორედ თქვენს პირად პოზიციაზეა დამოკიდებული.
იმაზე, რამდენად მზად ხართ გამოჩნდეთ, განაცხადოთ საკუთარი თავი, დაიწყოთ საუბარი, გააჟღეროთ იდეა, გადადგათ პირველი ნაბიჯი ან ბოლოს და ბოლოს შეწყვიტოთ ეჭვის შეტაბა იმაში, რაც თქვენში უკვე დიდი ხანია მწიფდება.
პარასკევი ვენერას გავლენის ქვეშაა, რაც ნიშნავს, რომ ეს დღე მხოლოდ სილამაზის, სიამოვნებისა და ურთიერთობების ენერგიას კი არ ატარებს, არამედ ადამიანების მოხიბვლის ძლიერ უნარსაც. დღეს ბევრი რამ შეიძლება გადაწყდეს არა ზეწოლით, არამედ ქარიზმით, სწორად წარდგენით, მომხიბვლელობით, საჭირო სიტყვებითა და მომენტის სწორად შეგრძნებით.
♀️ პარასკევი - ვენერას დღე დღეს განსაკუთრებით წარმატებულია ყველაფერი, რაც დაკავშირებულია: კომუნიკაციასთან, საკუთარი თავის წარმოჩენასთან, მოლაპარაკებებთან, სილამაზესთან, შემოქმედებასთან, პოპულარიზაციასთან, პაემნებთან, შესყიდვებთან, საჯაროობასთან და ნებისმიერ სიტუაციასთან, სადაც მნიშვნელოვანია შთაბეჭდილება, ენერგია და ადამიანებთან კონტაქტი. ეს კარგი დღეა იმისთვის, რომ უფრო შესამჩნევები გახდეთ. არ დაიმალოთ. არ შეამციროთ საკუთარი თავი. არ შეგეშინდეთ აჩვენოთ, რა შეგიძლიათ.
🃏 დღის არკანი — 1 ეს მოქმედებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არკანია. დღეს თქვენ უკვე გაქვთ ყველაფერი საჭირო — ცოდნა, ინსტრუმენტები, ქარიზმა და საჭირო სიტყვები. ერთადერთი, რაც საჭიროა — არ დაელოდოთ ნებართვას და გადადგათ პირველი ნაბიჯი. დღე მხარს უჭერს მათ, ვინც აქტიურად ავლენს საკუთარ თავს: გამოდის სცენაზე, სთავაზობს იდეებს, იღებს ინიციატივას და აწარმოებს მოლაპარაკებებს. დღეს ქარიზმა ნამდვილად მუშაობს , გამოიყენეთ ეს.
🔢 დღის რიცხვი — 5 ხუთიანი მოძრაობის, გაფართოებისა და კომუნიკაციის რიცხვია. დღეს განსაკუთრებით პროდუქტიულია ადამიანებთან ურთიერთობა: ახალი ნაცნობობები, შეთანხმებები, მნიშვნელოვანი თემების განხილვა და კონტაქტების გაფართოება. თუ დიდი ხანია გინდოდათ მნიშვნელოვანი საუბრის დაწყება — დღეს ამის გაკეთება ბევრად მარტივია.
🌘 მთვარის დღე — 21-ე ძალიან ძლიერი დღეა დიდი და რთული საქმეების დასაწყებად. განსაკუთრებით ისეთი პროექტებისთვის, სადაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირადი ძალა, არამედ სხვებთან თანამშრომლობაც.
დღეს კარგია:
✨ პროექტების დაწყება
✨ გუნდის შეკრება
✨ მაშტაბური იდეების განხილვა
✨ სამუშაო პროცესების გაძლიერება
✨ კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღება
დღეს ერთ ადამიანს ბევრის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ერთად — კიდევ მეტის.
💼 სამუშაო და საქმეები დღე ძლიერია: მოლაპარაკებებისთვის, პროექტების გაშვებისთვის, საჯაროობისთვის, გუნდური მუშაობისთვის, წინსვლისთვის და შეთანხმებების მისაღწევად. თუ ხელმძღვანელი ხართ — მოუსმინეთ ადამიანების იდეებს. თუ გუნდში ხართ — ნუ გადახვალთ კონფლიქტში. დღეს იმარჯვებენ არა ისინი, ვინც კამათობს კამათისთვის, არამედ ისინი, ვინც ადამიანების გაერთიანება იცის.
💞 ურთიერთობები: ვენერას ენერგია დღეს სრულ ძალაშია. სიმსუბუქე, ფლირტი, სითბო და ცოცხალი საუბრები ბუნებრივად მოდის.
კარგი დღეა:
✨ იყოთ იმ ადამიანებთან, ვინც სასიამოვნოა თქვენთვის
✨ ან ბოლოს და ბოლოს უთხრათ ვიღაცას ის, რისი თქმაც დიდი ხანია გინდოდათ.
🕊️ დღის მთავარი აზრი: დღევანდელი ძალა იდეალური მომენტის ლოდინში კი არა,უკვე არსებული რესურსების გამოყენების მზადყოფნაშია. თქვენ იმაზე მეტი შეგიძლიათ, ვიდრე გგონიათ. არ დამალოთ იდეები. არ გადადოთ მნიშვნელოვანი. არ შეამციროთ საკუთარი თავი იქ, სადაც უკვე დროა წინ გამოხვიდეთ“, - წერს თამუნა იოსელიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს“ - 15 მაისის ენერგიები
⭕„წითელი აბი და ცნობიერების გამოღვიძება: სიზიფე, ალუდა და ნეო“ - რას წერს რამაზ გიგაური