ნეპტუნი — ილუზიების, ინტუიციისა და ოცნებების პლანეტა — ასტროლოგიურ სამყაროში განსაკუთრებულ გავლენას უკავშირდება. მისი ენერგია ადამიანის ემოციებს, წარმოსახვასა და სულიერ ძიებებს აძლიერებს, თუმცა ამავდროულად რეალობასა და ილუზიას შორის ზღვარსაც ბუნდოვანს ხდის.
პლანეტა ნეპტუნზე და მის შესაძლებლობებზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ასტროლოგი ნინო ალბორიშვილი გვიზიარებს:
„ნეპტუნი და მისი შესაძლებლობების შესახებ...
ინტერპრეტაციებში შეხვდებით განმარტებებს, რომ ნეპტუნი სულიერების, ინტუიციის, ილუზიების და უმაღლესი იდეალების პლანეტაა. შედარებით ახალი ვარიანტია - რომ ნეპტუნი ასევე ინტერნეტია.
პრაქტიკაში ნეპტუნის როლი ვლინდება, როგორც ძლიერი სურვილების და ფლობის პლანეტა.
როდესაც რაღაც ძალიან გვინდა - თუნდაც არ შეიძლებოდეს, მაგრამ იმდენად გვინდა, რომ საბოლოოდ შესაძლებელი ხდება, თან სულერთია, რა შედეგებს გამოიწვევს ეს.
ნეპტუნის გავლენით, ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როგორ კარგავენ ადამიანები საღ აზრს, ყველაზე ფარული სურვილების დაკმაყოფილების მცდელობისას.
ახორციელებენ წამგებ ინვესტიციებს, ბრმად ენდობიან თაღლითებს, იღებენ იმას, რაც მათ არ ეკუთვნით, ექცევიან სხვადასხვა დამოკიდებულების გავლენის ქვეშ, ეხვევიან სასიყვარულო სამკუთხედებში ან იტაცებთ საეჭვო იდეები და ა.შ.
ამავე დროს, იმ მომენტში, ისინი გულწრფელად არიან დარწმუნებულნი, რომ სწორად იქცევიან, რომ ეს ერთადერთი სწორი გზაა და წინ მათ სარგებელი, ბედნიერება და წარმატება ელოდებათ.
მაგრამ შემდეგ, თითქმის ყოველთვის, იქმნება იმედგაცრუება, დანაკარგი, სევდა და სინანული. ეს ძირითადად, ნეპტუნის არაჰარმონიულ ასპექტებში.
ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტებითაც კი, ადამიანები მიზნების მისაღწევად, რეალობასთან კავშირს არანაკლებ კარგავენ.
პირიქით - ჩინგიზ-ხანის თავდაჯერებულობით მიიწევენ წინ და თანმხლებ პრობლემებს დიდად არ ითვალისწინებენ.
ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში არსებობს რეალურად შესაძლებლობები, რომ ადამიანმა მართლაც მიიღოს სარგებელი და გადაჭრას, მის წინაშე მდგარი აქტუალური ამოცანები. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ყოველთვის არ იცავს მას უსიამოვნო შედეგებისგან.
დაახლოებით ასეთია გამოვლინება:
მაგ:
ქალაქში შეიძლება გადაწყდეს ძველი საწარმოს ტერიტორიის კომერციულ სივრცედ გადაკეთება. გადაწყვეტილება მართლაც წარმატებული აღმოჩნდეს, შეიქმნას სამუშაო ადგილები, გაიზარდოს შემოსავალი და ქალაქმა ეკონომიკური სარგებელი მიიღოს, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდეს, რომ ტერიტორიის გადატვირთვამ საცობები, ხმაური და გარემოს დაბინძურება მნიშვნელოვნად გაზარდა.
ანუ სასურველი შედეგი ნამდვილად დადგა, მაგრამ იმავე გადაწყვეტილების მეორე მხარე, თავიდანვე ბუნდოვანი დარჩა“, - წერს ნინო ალბორიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ყველაფერი შენს შიგნით არის – თვით ზეცაა შენს შიგნით“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე