ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„წარმოიდგინეთ,
ერთი პაწაწინა არსება ხარ სამყაროსთან შედარებით და ყველაფერი შენს შიგნით არის – თვით ზეცაა შენს შიგნით.
თუ შენ გულს გახსნი, როგორც იოანე მოციქულთან გვასწავლის უფალი – ყოვლადწმინდა სამება მკვიდრდება.
ანუ, შენივე მშობელი, შენს შიგნით არის.
იერუსალიმი არის შენს შიგნით,
გულში,
და ამიტომაც ამბობენ წმინდა მამები, რომ ამგვარად მყოფი ადამიანის გული და ზეცა არ განსხავავდება,
ერთი და იგივეა.
როგორ შეიძლება არ დახარო თავი და არ თქვა – იყავნ ნება შენი, უფალო?!“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, აგვისტოს ბოლომდე სიყვარულს იპოვის
⭕44 წლის ირაკლი მაქაცარია, რომელსაც მდინარე სქურში ეძებდნენ, ცოცხალი და უვნებელი იპოვეს
⭕„მადლობა უფალს ყველაფრისთვის...“ - დუეტი „ლეონი“ ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს