Digest Logo

🎥 „ემოციები ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს, დაკავდით მსუბუქი სპორტით“ - 9 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1752039433
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია და ეს დღე საკმაოდ აქტიური, ენერგიული იქნება. მაქსიმალურად გამოიყენეთ შესაძლებლობები, რაც დღეს მოგეცემათ“, - 9 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

მან ასევე ზოდიაქოს თითოეული ნიშანი დაახასიათა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა:

ვერძი - იმოქმედეთ და გადადგით ნაბიჯები, გახდით მასშტაბურები და გამოიყენეთ დღევანდელი დღე მაქსიმალურად. 

კურო - უმჯობესია თუ დროს ფინანსური საკითხების მოგვარებას მოახმართ. მარტივი პრობლემის გამოსასწორებლად დღევანდელი დღე გამოიყენეთ. 

ტყუპები - ურთიერთობების კუთხით მნიშვნელოვანი დღეა. დაამყარეთ სწორი კომუნიკაცია.

კირჩხიბი - ემოციები ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს. დაკავდით მსუბუქი სპორტით, განიტვირთეთ. 

ლომი - შემოქმედებითი კუთხით დადებითი დღეა, მარტივად გამოგივათ ყველაფერი. გამოხატეთ გრძნობები ნათლად. 

ქალწული - დაიცავით ბალანსი ურთიერთობებსა და პირად სივრცეს შორის. სწორად შეაფასეთ სიტუაციები. 

სასწორი - მნიშვნელოვანი დღეა ინფორმაციის მიღებისთვის. შეისწავლეთ რაღაც ახალი და იმოქმედეთ თამამად. 

მორიელი - ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად გადადით ნაბიჯები, დღის პირველი ნახევარი უფრო პოზიტიური იქნება.

მშვილდოსანი - მაქსიმალურად გამოიყენეთ დღევანდელი შანსი, იყავით აქტიური და პოზიტიური. 

თხის რქა - არ დაიბნეთ თუ გარემოებები შეგეცვლებათ, მოერგეთ სიტუაციებს. სხვა კუთხით შეხედეთ მიმდინარეობას. 

მერწყული - მეგობრებთან კომუნიკაციისთვის, ინფორმაციის გაცვლისთვის კარგი დღეა, ამიტომ თქვენი იდეები შეგიძლიათ გაუზიაროთ სხვებს. 

თევზები - გარკვეული ნეგატიურ დამოკიდებულებას იგრძნობთ, მაგრამ ამას ნუ მიაქცევთ ყურადღებას და თავიდან აირიდეთ ადამიანები, ვისაც თქვენთვის ცუდი უნდათ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ლელა მებურიშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - „მიყვარს ეს ლამაზი წყვილი“

გორში 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

„სუნთქვის პარამეტრები მკვეთრად არის გაუმჯობესებული, თუ ასე გაგრძელდა, პაციენტი ალბათ რამდენიმე დღეში მოიხსნება მართვითი სუნთქვიდან“ - ლევან რატიანი