Digest Logo

ემოციების გამძაფრება, ეჭვები, მანიპულაციები და უნდობლობა - რას მოგვიტანს მერკურის რეტროგრადულობა? ქეთევან ჯანდიერის ასტროპროგნოზი

1793038903
ქეთევან ჯანდიერი

მერკურის რეტროგრადი უკვე აქ არის!

24 ოქტომბრიდან, წლის ბოლო რეტროგრადულ მერკურმა მორიელის ნიშანში დაიწყო სვლას!

მართალია, დიდხანს არ გაჩერდება, 13 ნოემბრამდე იქნება, მაგრამ ეს დრო საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ბევრი რამ თავდაყირა დააყენოს…

ეს არის წარსულში დაბრუნების, დამალული სიმართლეების გამჟღავნების, ძველი გადაწყვეტილებების გადახედვისა და იმ კითხვებზე პასუხების მიღების პერიოდი, რომლებიც დიდი ხანია მოსვენებას არ გაძლევთ, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ უეცრად ის მოხდება, რასაც ყველაზე ნაკლებად ელოდით…

რა შეიძლება მოიტანოს ამ პერიოდმა?

▫️ ძველი პროექტებისა და დაუსრულებელი საქმეების დაბრუნება

▫️ წარსულის შეცდომების გამოსწორების შანსი

▫️ საიდუმლოებებისა და დაფარული სიმართლის გამჟღავნება

▫️ ფინანსური გადაწყვეტილებების გადახედვა

▫️ ადამიანების დაბრუნება, რომლებთანაც კავშირი დიდი ხნის წინ გაწყდა, რაც დიდი ხნის განმავლობაში მიჩქმალული იყო, შესაძლოა, ზედაპირზე ამოვიდეს.

ძველი კონფლიქტები, უთქმელი სიტყვები, დამალული გრძნობები და ისტორიები, რომლებიც თითქოს დასრულდა, მაგრამ სინამდვილეში ბოლომდე არასოდეს დახურულა… განსაკუთრებით ეს ურთიერთობებსა და საქმიან შეთანხმებებს ეხება.

⚠️ თუმცა, ამ პერიოდს თავისი ჩრდილოვანი მხარეც აქვს:

▪️ მნიშვნელოვანი შეთანხმებების ჩაშლა

▪️ ემოციების გამძაფრება და ზედმეტი მგრძნობელობა

▪️ ეჭვები, მანიპულაციები და უნდობლობა

▪️ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები

▪️ საეჭვო შენაძენები და ფინანსური შეცდომები და, რა თქმა უნდა, კარადაში დამალული ჩონჩხებიც თავიანთ დროს ელოდებიან, რადგან არასოდეს იცი, როდის გადაწყვეტს წარსული კარზე დაკაკუნებას და როდის გამოაშკარავდება ის, რასაც ვიღაც ასე გულმოდგინედ მალავდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა: ყველაფერი, რაც ბრუნდება, თქვენს გამოსაცდელად არ ბრუნდება.

ზოგჯერ წარსული იმიტომ გვახსენებს თავს, რომ კიდევ ერთი შანსი მოგვცეს. ზოგჯერ კი, სიმართლე დაგვანახოს. ზოგჯერ კი იმისთვის ბრუნდება, რომ საბოლოოდ გავუშვათ ის, რასაც აქამდე ველეოდით. შესაძლოა, ძველი სიყვარული ისევ გამოჩნდეს.

შესაძლოა, ადამიანი, რომელიც დაკარგული გეგონათ, მოულოდნელად მოგწეროთ. შესაძლოა, გაიგოთ სიმართლე, რომელიც ყველაფერს სხვა თვალით დაგანახვებთ…

მაგრამ გახსოვდეთ: დაბრუნება ყოველთვის შერიგებას არ ნიშნავს.. ზოგჯერ ეს არის პასუხი, რომელსაც ელოდებოდით, ზოგჯერ კი ბოლო წერტილი, რომელიც გჭირდებოდათ.

შეხედეთ მომავალს ოპტიმიზმით, მაგრამ არ დაივიწყოთ წარსულის გაკვეთილები. ვინ იცის, იქნებ სწორედ ამჯერად დაბრუნდეს ის, რაც ნამდვილად თქვენია… ან საბოლოოდ წავიდეს ის, რაც უკვე დიდი ხანია აღარ უნდა გეჭიროთ. თქვენ რას ელოდებით ამ რეტროგრადისგან? ძველი სიყვარულის დაბრუნებას, დაფარული სიმართლის გამჟღავნებას თუ საბოლოო გათავისუფლებას წარსულისგან?

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თავმდაბალი, გულიანი,მოალერსე... გამიმართლა, რომ მის გვარს და გენეტიკას ვატარებ“ - თიკა ფაცაციას ემოციური მილოცვა იუბილარ მამას

🎥 „პერიოდს ეფექტურად იყენებენ ჯადოქრები, ალქაჯები, მავნებლები...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

⭕„არსებობს დეტალები, რომლებსაც თითქმის ვერ ვამჩნევთ, თუმცა ...“ - რამდენიმე მარტივი წესი ფენშუის სპეციალისტისგან სახლში სიმდიდრის მოსაზიდად

✕