Digest Logo

„არსებობს დეტალები, რომლებსაც თითქმის ვერ ვამჩნევთ, თუმცა ...“ - რამდენიმე მარტივი წესი ფენშუის სპეციალისტისგან სახლში სიმდიდრის მოსაზიდად

1793033465
ფენშუი ფენშუი

მდიდარი სახლის რამდენიმე მარტივი წესი 🏡:

არსებობს დეტალები, რომლებსაც თითქმის ვერ ვამჩნევთ, თუმცა სწორედ ისინი ქმნიან კეთილდღეობისა და წესრიგის განცდას.

💙 შემოსასვლელი ფულს იზიდავს:

სუფთა ფეხსაწმენდი, სასიამოვნო სურნელი, კარგი განათება, კარის სახელური, რომელიც გამართულად მუშაობს — მსგავს წვრილმანებზე ყურადღების გამახვილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. შესასვლელმა უნდა გააჩინოს განცდა: „აქ არის ადგილი რაიმე ახლისთვის“.

💙 მაგიდა სიუხვის ენერგიას ატარებს:

მის ცენტრში დადგით ლამაზი ლარნაკი, ან ჭურჭელი ფორთოხლებით, ბროწეულებით, თხილეულით, ან ტკბილეულით. სუფთა და ხალისიანი მაგიდა სისავის, გულუხვობისა და ბარაქის განცდას ქმნის🍊.

💙 სამზარეულო თქვენი მხარდაჭერის განცდას ასახავს:

მარცვლეული, სანელებლები, ჩაი, მარილი, ზეთი, თაფლი — ეს ყველაფერი სიუხვისა და სტაბილურობის სიმბოლოა. ლამაზი ქილები, მოწესრიგებული სივრცე და დროულად შევსებული მარაგები ქმნის განცდას: „მე ყველაფერი მაქვს“.

💙 სურნელი განწყობას განსაზღვრავს:

ფორთოხალი, სანდალოზი, დარიჩინი, პაჩული, ბერგამოტი, ვანილი — აირჩიეთ ისეთი არომატი, რომელიც თქვენთან ახლოსაა და გამოიყენეთ იგი როგორც „საყრდენი“ სასიამოვნო განწყობისა და კეთილდღეობის შეგრძნების შესანარჩუნებლად ✨.

💙 სინათლე შესაძლებლობებს ქმნის:

განსაკუთრებით საღამოობით, აანთეთ შუქი დერეფანში, სამზარეულოსა და სამუშაო სივრცეში. რამდენიმე წუთი თბილი განათება და სივრცე თითქოსდა თქვენთან ერთად გამოცოცხლდება.

💙 ნივთებს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეთ:

საფულეები, ბარათები, დოკუმენტები, გასაღებები, ლეპტოპები — ყველაფერი, რაც თქვენს ფინანსებსა და გადაწყვეტილებებთანაა დაკავშირებული — მოწესრიგებული უნდა იყოს. იქნება ეს ლანგარი, ყუთი თუ თარო — თითოეული ნივთისთვის კონკრეტული ადგილი გამოყავით.

🌿 არ არის აუცილებელი, მთელი სახლი თავიდან ბოლომდე შეცვალოთ. დაიწყეთ სულ ერთი დეტალით და დააკვირდით, როგორ გრძნობთ თავს ამის შემდეგ.

ავტორი: თამო შავლიაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მატრიცა არსებობს, დედამიწაზე „დიდი ომი” ახლოვდება, რომელმაც სულების ტყვეობა სისტემაში უნდა დაამთავროს“ - ხატია ბედოშვილი

⭕„უფლის წყალობით გადავრჩით!“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ლაშა ბექაური

🎥 ინსულტით დაღუპული დედა, დის გარდაცვალება, საწოლს მიჯაჭვული სიძე და სსმ დისშვილი - ანი გიუნტერი პირად ტრაგედიაზე

✕