ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იქნება ეს კვირა წარმატების, სიყვარულის, ახალი შესაძლებლობების მომტანი, ვის მოუწევს სიფრთხილე და ვის გაუღიმებს ასევე იღბალი - აღნიშნულ თემაზე ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს და მსმენელს უყვება, რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები:
„ძალიან საინტერესო კვირა გვაქვს, გამორჩეული. პირველი, ეზოტერული გაგებით ზამთარი მალე დაიწყება. 31 რიცხვი არის ის რიცხვი, როცა ზამთარი დადგება. დღესასწაულიც არის სხვადასხვა ქვეყანაში და უკვე საქართველოშიც, ე.წ. ჰელოუინი, ეს დღე აღნიშნავს იმას, რომ მალე ღამე უფრო დიდი, ბნელი იქნება თვეების მანძილზე და სამყარო უფრო ცივი.
ამ პერიოდში თავის დაცვაც აუცილებელია იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ ამ პერიოდს განსაკუთრებულად ეფექტურად იყენებენ ჯადოქრები, ალქაჯები, მავნებლები და ასე შემდეგ და ვეცადოთ, რომ ამ პერიოდის მანძილზე ვიყოთ ფრთხილად, რომ მსგავსი ნეგატიური ზემოქმედებების გავლენის ქვეშ შემთხვევით არ მოვხვდეთ.
ძალიან კარგი პერიოდი არის ვერძებისთვის, იმისთვის რომ სასიცოცხლო, შინაგანი ენერგია და ძალა მეტად აღიდგინონ მეტად, შეძლონ აი, თუნდაც დასვენება, გამოძინება.
მშვილდოსნები - კარგი შემოთავაზებები და ცვლილებები არის კარიერის მიმართულებით, დრო არის მივუკაკუნოთ უფროსის კაბინეტს ან დამსაქმებლის ან შეიძლება იმ ადამიანის, ვისთანაც დიდი ხანია საუბარი გვინდა, აქამდე არ გამოდიოდა.
ლომები - გაფართოების, ზრდის, სიცოცხლის ენერგიები უფრო იზრდება, კი არის სტრესის გაფართოების მაჩვენებელი, ემოციურად სტრესულები არიან გარემო პირობების გათვალისწინებით, მაგრამ ეს არ უშლით ხელს მათ, რომ სწორი ენერგიით დააგროვონ განწყობა.
თხის რქა - საინტერესო ამბები გვაქვს. მაცდუნებელი ენერგიები და ძალები, რომელიც სამყაროში შემოსული არის თხის რქებთან, განსაკუთრებულად აქტიური იქნება შემდეგი ერთი კვირის მანძილზე და ერიდეთ გასესხებას, სესხებას, კრედიტს, შენაძენებს.
კურო - ძლიერი სასიყვარულო ენერგიები გვაქვს და ძალა, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ პარტნიორული სასიყვარულო ურთიერთობები მათ შორის ისეთი განცდები, რომელიც მათ სჭირდება წინ წამოსწიონ, გააძლიერონ აღიმაღლონ თავიანთი გრძნობები.
ქალწული - არაფერი არ უნდა ქრან განსაკუთრებული, უბრალოდ ტენდენციებს და ტემპს უნდა მიიყვანენ, ახალი ველოსიპედის მოგონება საჭირო არ არის, ცხოვრებას ნუ გაირთულებენ. დანარჩენი მიმართულებებით ასე თუ ისე ბალანსი გვაქვს.
ტყუპები - განსაკუთრებული სიკეთე არის ამ კვირის მანძილზე იმ კუთხით, რომ ნერვული ხარჯვა მათთან მოიმატებს. ხარჯვა, გადატვირთვა საკუთარი ემოციური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის ამ კვირის განმავლობაში აქტიურად აქვთ. ეს რომ არ მოხდეს და რომ არ დაზიანდეს, გაფრთხილებულები გვყავს, რომ ეცადნენ, რომ მშვიდად იყვნენ და არ ქნან ის, რაც უნდათ.
მერწყული - ძალა გვაქვს, ენერგია არის, სასიცოცხლო, საბედისწერო მოვლენები ვითარდება. ყველაფერი იწყებს თავის ადგილას დადგომას.
სასწორი - მათი პერიოდი იყო, ახლა აღდგენა ხდება სასიცოცხლო ენერგიის, რაც აქამდე დაკონსერვებული იყო, არ გამოდიოდა, დაფარული იყო, პრობლემატური იყო აი, ახლა უფრო მეტი ინტენსივობით იხსნება. პროცესის კვირაა და არა შედეგის.
მორიელი - მაქსიმალური ენერგეტიკული გავლენა და ფუფუნება აქვთ ამ პერიოდში, რომ იყვნენ მრავალფეროვნები, მრავალი კუთხით წარმატებულები იმიტომ, რომ მათი სასიცოცხლო ენერგია იძლევა საშუალებას დიდი პერიმეტრი გადაფარონ.
კირჩხიბი - სიცრუე, შეიძლება მეტი ნდობა სხვა ადამიანებზე, ამან ნეგატივი მოუტანოს, მაგრამ გარდა ამისა, გვერდიდან საჩუქრები, დახმარება, ხელის გაწვდენა, სწორი რჩევა შეიძლება ითქვას.
თევზები - შენაძენების გარდა, საჩუქრების მიღების პერიოდი აქვთ. ეს კვირა კარგი გაქვთ, ვერიდოთ მთლიანობაში ემოციურ მიჯაჭვულობას ადამიანებთან, ნივთებთან, ფინანსებთან, ამის გამო ზედმეტ ნერვიულობას, მათ შორის სამსახურზე და კარიერაზე და არ გვქონდეს შენაძენები.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უფლის წყალობით გადავრჩით!“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ლაშა ბექაური