რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს უახლოეს ხუთ დღეში - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტსა და ვიდეოს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა:
„♈️ ვერძი - კოდი 41 შეიძლება ძველი თანხა, დავიწყებული ვალი ან ბონუსი დაგიბრუნდეთ. გადაამოწმეთ ანგარიშები და მიმოწერა. ნაბიჯი: შეახსენეთ თავი მას, ვისგანაც თანხა გეკუთვნით.
♉️ კურო - კოდი 22 მომდევნო დღეები დაგანახვებთ, ვინ არის თქვენს გვერდით გულწრფელად. საუბარი ურთიერთობაში საზღვრებს გამოკვეთს. ნაბიჯი: ახლობელს ჰკითხეთ, რას ელოდება თქვენგან.
♊️ ტყუპები - კოდი 13 სამსახურში ახალი შეთავაზება შეიძლება მიიღოთ. დათანხმებამდე პირობები კარგად შეაფასეთ. ნაბიჯი: ჩამოწერეთ, რაზე ხართ თანახმა და რაზე - არა.
♋️ კირჩხიბი - კოდი 66 ყურადღება მიაქციეთ სახლსა და საბუთებს - შესაძლოა მცირე პრობლემა გამოჩნდეს. ნაბიჯი: გადაამოწმეთ ქვითრები და მრიცხველების ჩვენებები.
♌️ ლომი - კოდი 34 შესაძლოა თქვენი სიტყვა ან პოსტი არასწორად გაიგონ. ემოციურ პასუხს მოერიდეთ. ნაბიჯი: შეტყობინების გაგზავნამდე ერთხელ გადაიკითხეთ.
♍️ ქალწული - კოდი 52 გადაღლამ შეიძლება თავი შეგახსენოთ. შეამცირეთ დატვირთვა და მეტი დაისვენეთ. ნაბიჯი: ძილის დროც წინასწარ დაგეგმეთ.
♎️ სასწორი - კოდი 77 ადამიანი, რომელიც მოგწონთ, შესაძლოა თავადაც მოგცეთ ნიშანი. გულწრფელი საუბრისთვის კარგი დროა. ნაბიჯი: შეხვედრა შესთავაზეთ.
♏️ მორიელი - კოდი 19 შესაძლოა კონკურენცია ან თქვენი იდეის მითვისების მცდელობა გამოჩნდეს. შეინახეთ წერილები და ჩანაწერები, რომლებიც თქვენს ავტორობას ადასტურებს.
♐️ მშვილდოსანი - კოდი 88 მოგზაურობის ან სწავლის შესაძლებლობა შეიძლება გაჩნდეს. გადაამოწმეთ საბუთები და განიხილეთ რამდენიმე ვარიანტი.
♑️ თხის რქა - კოდი 25 თქვენს გადაწყვეტილებას შეიძლება ეჭვით შეხვდნენ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ფაქტებით ისაუბრეთ. ნაბიჯი: კრიტიკაზე პასუხი წინასწარ მოიფიქრეთ.
♒️ მერწყული - კოდი 43 წარსულიდან ვიღაც შეიძლება დაგიკავშირდეთ. დახმარებამდე გაარკვიეთ, რას გთხოვენ. ნაბიჯი: სხვის პრობლემას მაშინვე ნუ აიღებთ საკუთარ თავზე.
♓️ თევზები - კოდი 57 შესაძლოა ახალი იდეა ან გადაწყვეტილება მომწიფდეს. ნაჩქარევად ნუ იმოქმედებთ - საკუთარ სურვილებს დააკვირდით. ნაბიჯი: ჩაიწერეთ, რა განიჭებთ სიხარულს“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „საოცარ ფორმაში ხარ“ - რა კადრებს აქვეყნებს მაკა ზამბახიძე