საკუთარი ემოციების მართვა, შინაგანი ძალაუფლების მოპოვება და რეალობის სწორად აღქმა - ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში ეგზისტენციალურ და ფსიქოლოგიურ დაკვირვებებს აქვეყნებს.
მისი თქმით, ხშირად ადამიანის წარმოსახვა გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე თავად რეალობა, ხოლო ჭეშმარიტი სიბრძნე მხოლოდ მწარე გამოცდილებით მიიღწევა:
„სხვების მართვა ძალაა, საკუთარი თავის მართვა ჭეშმარიტი ძალაუფლება.
არის მომენტები, როცა ჩვენი წარმოსახვა უფრო საშიშია, ვიდრე რეალობა.
სიბრძნის მისაღებად მხოლოდ ერთი გზაა - ,,მწარე გამოცდილება”
ზოგჯერ ცხოვრება ასეთია:
ჯანმრთელი მათხოვარი უფრო ბედნიერია, ვიდრე ავადმყოფი მეფე.
უდიდესი ხელოვნებაა იცოდე როგორ ეკუთვნოდე საკუთარ თავს.
მომენტებში სამყაროს არასწორი თვალით ვუყურებთ და გვგონია, რომ ის გვატყუებს“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ გიორგი წიტაიშვილი – „მომდევნო მატჩებში კიდევ უკეთესად დაინახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია“