მიმდინარე კვირის განმავლობაში მთვარე მშვილდოსნის, თხის რქისა და მერწყულის ნიშნებს გაივლის, რაც დინამიკურ და არაერთგვაროვან ფონს შექმნის. კვირის პირველი ნახევარი, განსაკუთრებით კი ორშაბათი, განწყობის მკვეთრი ცვალებადობით ხასიათდება. ამას დისციპლინისა და პასუხისმგებლობის პერიოდი ჩაანაცვლებს, უქმეებზე ბევრი ადამიანი მოულოდნელ სიმსუბუქესა და შვებას იგრძნობს.
ყველაზე რთულ პერიოდად ორშაბათის პირველი ნახევარი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი მიიჩნევა, ხოლო გარდამტეხი მომენტი პარასკევს საღამოს დადგება. კვირის მთავარი ამოცანა იმპულსურობის დაძლევა და მოქნილობის შენარჩუნება იქნება.
ყოველდღიური პროგნოზი:
ორშაბათი (6 აპრილი)
დღის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული და ტრავმული იქნება. მოსალოდნელია მოულოდნელი კონფლიქტები, ტექნიკური ხარვეზები და ყველაფრის მიტოვების მძაფრი სურვილი. ემოციები ამ დროს ხშირად პიკს აღწევს. დღის მეორე ნახევრიდან სტაბილურობა ბრუნდება, რაც სიტუაციის საღად შეფასებისა და პასუხისმგებლობის აღების შესაძლებლობას მოგცემთ.
ასტროლოგების რჩევა: დილა სიმშვიდეში გაატარეთ და გაუაზრებელ ნაბიჯებს მოერიდეთ, დღის მეორე ნახევარი კი დაგეგმვასა და საქმეების მოწესრიგებას დაუთმეთ.
სამშაბათი (7 აპრილი)
ეს ოპტიმიზმის, სწავლისა და მოგზაურობისთვის ხელსაყრელი დღეა. მიუხედავად ამისა, წარსულიდან მომავალი პროვოკაციები ან ტყუილის თქმის ცდუნება გამოირიცხება. არსებობს ილუზიებში გაბნევის საფრთხეც.
ასტროლოგების რჩევა: პოზიტიური განწყობა შეინარჩუნეთ, თუმცა ფაქტები ყოველთვის გადაამოწმეთ. რისკიან მანიპულაციებს მაქსიმალურად მოერიდეთ.
ოთხშაბათი (8 აპრილი)
წინ რთული დღე გელოდებათ. შინაგანი დაძაბულობა ხშირად მოიმატებს - იმოქმედებთ დაუყოვნებლივ, თუმცა გარემოებები შეგაფერხებენ. მოსალოდნელია გაღიზიანება და კონფლიქტები ხელმძღვანელობასთან, ოფიციალურ სტრუქტურებთან ან პარტნიორებთან.
ასტროლოგების რჩევა: დაგროვილი აგრესია სპორტს ან ფიზიკურ შრომას მოახმარეთ. სხვებისთვის საკუთარი სიმართლის მტკიცებას ნუ ეცდებით, რადგან დღეს ეს უშედეგო იქნება.
ხუთშაბათი (9 აპრილი)
ამ დღეს ამბიციებს ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი დააზიანებს: დანაშაულის გრძნობა, მარცხის შიში და ვალდებულებების სიმძიმე. თითქოს, საზღვრების გაფართოება გსურთ, მაგრამ ნებისმიერი მცდელობა აკრძალვებს აწყდება.
ასტროლოგების რჩევა: მოლოდინები შეამცირეთ. სჯობს ცოტა საქმე გააკეთოთ, მაგრამ - ხარისხიანად. სესხების გაფორმებისა და მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმოწერისგან თავი შეიკავეთ.
პარასკევი (10 აპრილი)
საღამომდე საკუთარი ძალების გადაფასების რისკი კვლავ ნარჩუნდება, თუმცა, პარალელურად, არასტანდარტული და სასარგებლო იდეებიც ჩნდება. დღის ბოლოდან ნამდვილი გარღვევაა მოსალოდნელი - ეს ძველი პრობლემების გადაჭრისა და ექსპერიმენტებისთვის საუკეთესო დროა.
ასტროლოგების რჩევა: ინტუიციას ენდეთ, საღამოს კი რაიმე ახალი სცადეთ.
შაბათი (11 აპრილი)
ეს დღე შინაგანი ტრანსფორმაციისთვის არის განკუთვნილი. შესაძლოა, ისეთი საიდუმლოებები გამჟღავნდეს, რომლებსაც დიდხანს მალავდით. ემოციები მძლავრი და მაგნიტურია. კარგი დროა ფსიქოლოგიური მუშაობისთვის, წარსულთან გამოსამშვიდობებლად და სახლისა თუ გონების ზედმეტისაგან გასათავისუფლებლად.
ასტროლოგიური რჩევა: კონტროლზე ჩაჭიდებას ნუ ეცდებით. საუკეთესო გამოსავალი საკუთარი "დაფარული მხარეებისთვის" თვალის გასწორება იქნება.
კვირა (12 აპრილი)
კვირის დასასრული წინააღმდეგობრივია: ერთის მხრივ, ჰარმონიისა და სინაზის სურვილი გიჩნდებათ, მეორეს მხრივ კი - ახლობლებთან კამათისკენ და გაუცხოებისკენ ხართ მიდრეკილნი. თუ სხვებზე ზეწოლას არ მოახდენთ და იუმორს მოიშველიებთ, შეთანხმებას ადვილად შეძლებთ.
ასტროლოგების რჩევა: ჯობს, აღნიშნულ დღეს მეგობრებს ნეიტრალურ გარემოში შეხვდეთ ან შემოქმედებითი საქმიანობით დაკავდეთ.
2026 წლის 6-12 აპრილის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:
ვერძი
ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იმპულსები მაქსიმალურად მოთოკეთ. ორშაბათ დილას კამათს მოერიდეთ, უსაფრთხოების წესები და საგზაო მოძრაობის ნორმები კი ზედმიწევნით დაიცავით. პარასკევს მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღების ნუ შეგეშინდებათ - ეს აუცილებლად მიგიყვანთ წარმატებამდე.
კურო
კუროებისთვის ამ პერიოდში მთავარი ფინანსურ საკითხებში ილუზიებისგან თავის დაღწევაა. ოთხშაბათსა და ხუთშაბათს სამსახურში მოსალოდნელ ძლიერ ზეწოლას გაუძელით და ზედმეტ ვალდებულებებს ნუ აიღებთ. კვირას, თქვენი სიჯიუტის გამო, პარტნიორულ ურთიერთობაში შესაძლოა, კონფლიქტი წარმოიშვას, ამიტომ დათმობაზე წასვლა საუკეთესო გამოსავალი იქნება.
ტყუპები
ორშაბათს მგზავრობისას ან სწავლის პროცესში მოულოდნელი და მკვეთრი სიახლეებია მოსალოდნელი. პარასკევ საღამოს უეცარ შეთავაზებას ენდეთ და ის სათქვენოდ გამოიყენეთ. შაბათი ღრმა და შინაარსიანი საუბრებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ჭორაობისა და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან თავი შეიკავეთ.
კირჩხიბი
თქვენს ცხოვრებაში ემოციური რყევების პერიოდი დგება, ამიტომ სხვების დაპირებებს ნუ ენდობით. ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ოჯახური უთანხმოებებია მოსალოდნელი. კვირას კი ეცადეთ, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ - ეს პერიოდი კომპრომისის პოვნაში დაგეხმარებათ.
ლომი
ეს დრო შემოქმედებითი გეგმების განსახორციელებლად იდეალურია. მიუხედავად ამისა, ოთხშაბათს საყვარელ ადამიანებთან ან შვილებთან შესაძლოა, პროვოკაციებსა და დაპირისპირებებს ჰქონდეს ადგილი. პარასკევს ყველა მოულოდნელი აზრი ჩაინიშნეთ, რადგან მათში, დიდი ალბათობით, გენიალური იდეა ან განცხადება იმალება.
ქალწული
ოთხშაბათსა და ხუთშაბათს საქმეები, შესაძლოა, ისე არ წავიდეს, როგორც დაგეგმეთ, ამიტომ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ნუ გადადგამთ და ბედნიერება წვრილმანებში ეძებეთ. პარასკევ საღამოს საყოფაცხოვრებო საკითხებში წინსვლა გელით, კვირას კი კრიტიკისგან, განსაკუთრებით პარტნიორის მიმართ, თავი შეიკავეთ.
სასწორი
თქვენთვის ურთიერთობებში არსებული შაბლონების მსხვრევის პერიოდი დგება. შეინარჩუნეთ სიბრძნე - ამ ეტაპზე განზე გადგომა საუკეთესო არჩევანია. სამშაბათს შესაძლოა, ტყუილის თქმის ცდუნება გაგიჩნდეთ. კვირის ბოლოს კი იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტებისთვის ხელსაყრელი დროა.
მორიელი
საგზაო მოძრაობის წესები დაიცავით და ფუჭ რისკზე ნუ წახვალთ. ძველი ნივთებისგან თუ ფიქრებისგან გასათავისუფლებლად შაბათი იდეალური დღეა. მთელი კვირის განმავლობაში კი თქვენი დამარწმუნებელი ძალა რბილად, მაგრამ ეფექტურად გამოიყენეთ.
მშვილდოსანი
ორშაბათს მცირე დაბრკოლებები წონასწორობიდან გამოგიყვანთ, თუმცა საღამოსთვის მდგომარეობა დასტაბილურდება. ეს პერიოდი შორეული მოგზაურობისკენ გიბიძგებთ, რაც მოულოდნელ სარგებელს მოგიტანთ, თუმცა გულწრფელობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია.
თხის რქა
თქვენთვის ოთხშაბათი და ხუთშაბათი კრიტიკულად მძიმე დღეებია - შესაძლოა, ყველაფერმა გაგაღიზიანოთ. გამოიჩინეთ მოთმინება. პარასკევის საღამოდან მდგომარეობა საგრძნობლად შემსუბუქდება. არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები, რადგან შესაძლოა, შედეგი იმაზე დამაზიანებელი აღმოჩნდეს, ვიდრე ახლა ფიქრობთ.
მერწყული
შაბათის დღე მაქსიმალურად გამოიყენეთ, რადგან ეს თქვენი პიროვნული ტრანსფორმაციისთვის უმნიშვნელოვანესი დროა. გამოდით კომფორტის ზონიდან. პირად ურთიერთობებში შესაძლოა, ხისტი კომუნიკაციის გამო პრობლემები შეიქმნას, თუმცა თუ სინაზეს გამოიჩენთ, ბედისგან საჩუქარს მიიღებთ.
თევზები
დოკუმენტებთან მუშაობისთვის ხელსაყრელი პერიოდია. ინტუიცია გამძაფრდება, თუმცა თვითმოტყუების საფრთხეც არსებობს. ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ხელმძღვანელობისგან მხარდაჭერას ნუ ელით. ენერგიის აღსადგენად საუკეთესო გზა გასეირნება ან მედიტაცია იქნება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მოერიდეთ ეგოიზმს და აგრესიას“ - რომელი დღეებია კვირის განმავლობაში ყველაზე სახიფათო?
⭕„გარეშე სუნთქვაც არ შემიძლია“: ვინ არის მარიამ შუკაკიძის ახალი სიყვარული? – სკანდალური დაშორების შემდეგ მის მოდელი ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა
წყარო: www.beaumonde.ge